აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე წერს. მისი თქმით, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების ამაღლებაში წარმატებას მიაღწია.
„საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სასამართლო რეფორმებსა და დემოკრატიულ პროგრესზე საუბრით ვისიამოვნე. საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების განმტკიცებაში“, – წერს მაიკ პომპეო.
პომპოემ კიდევ არაერთი წერილი დაწერა ტვიტერზე, უმეტესად იგი აქცენტს აკეთებს ოკუპაციაზე და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობაზე.
კომენტარები