• რეკლამა
  • კონტაქტი
13:23, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას წერს ჩოხატაურის მერი გურიის მთებში ოქროს მოპოვებაზე? – “მე რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი…”

ალია ავტორი - ალია
00:46 05-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“მე რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი, თუნდაც ,,ნახევრად ობიექტური,, გურიის მთებში ოქროს მოპოვების სიუჟეტში ვიტყოდი:

1. აღნიშნულ კომპანიაზე ლიცენზია ჯერ კიდევ წინა ხელუსუფლების დროს გაიცა.

2. ლიცენზია გაცემულია არა მოპოვებაზე, არამედ შესწავლაზე, რაც 8 სანტიმეტრიანი შუნტების ჩაშვებას ითვალისწინებდა.

3. კომპანიამ განაახლა ლიცენზია და სცადა მოძიების სამუშაოების განახლება, რასაც არ დაეთანხმა ზოტის მოსახლეობა, რადგან კარგად ახსოვდათ ,,თეთრ ღელესთან,, წლების წინ განვითარებული ღვარცოფი.

4. შეიცვალა ლიცენზიანტი კომპანიის მენეჯმენტი, რომელმაც ითხოვა მოძიების სამუშაოების განახლება. სოფელმა ისევ უარი უთხრა, თუმცა დასძინეს რომ თუ სხვა მხრიდან მიადგებით შესასწავლ ტერიტორიას ( ქვაბღის მხრიდან) ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებითო. კომპანიამ სოციალური პროექტის სახით, იმ დროისათვის სოფელში ახალ აშენებულ საბავშვო ბაღს 10 000 ლარის ინვენტარი შეუძინა.

5. გზის შეყვანა ქვაბღის მხრიდან დაიწყო და არ დასრულდა.

6. უკვე სამი წელია ამ კომპანიის წარმომადგენლები აღარ გამოჩენილან.

და ბოლოს: ამ წლების განმავლობაში ხელისუფლება მიჰყვებოდა ხალხის ნებას, ასე დღესაც და არასდროს მიუმართავს ძალადობისთვის, რაც ასევე კარგად ახსოვთ ზოტელებს წინა ხელისუფლებიდან…..

დღეს სიმართლე არააქტუალურია….არჩევნები ახლოვდება. დასანანია….არადა ლამის ყოველ წელს ჩვენს ქვეყანაში არჩევნებია…..”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved