თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს თურქეთში მოლაპარაკებებზე იწვევს.
“ერდოღანმა თურქეთში ორივე პრეზიდენტი მოიწვია, თუ მათ აქ შეხვედრის გამართვა, პრობლემებისა და აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება სურთ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა თავი დავაღწიოთ ამ სიტუაციას. თურქეთი მზადაა შეასრულოს ნებისმიერი როლი რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად, რადგან თურქეთი მეგობრულადაა განწყობილი როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მიმართ და თანაც NATO-ს მოკავშირეა”, – თქვა რუსულ მედიასთან ერდოღანის სპიკერმა.
კომენტარები