• რეკლამა
  • კონტაქტი
16:55, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას სთავაზობს ჩინეთი სომხეთს? – “ახლა ჩინურ ნავში უფრო ზის რუსეთი” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:19 07-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,954
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ჩინური ინტერესები კავკასიაში ძლიერდება – სომხეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) შესვლაზე განაცხადს აკეთებს. გასაგებია, რომ ერევანი ცდილობს მოძებნოს უსაფრთხოების ახალი გარანტიები და ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონში, სადაც მისი ყოფილი მოკავშირე, რუსეთი, სულ უფრო ნაკლებად სანდო და ეფექტური პარტნიორი ხდება, შედეგად ცალსახა გამარჯვებული ოფიციალური პეკინია, რომელის SCO-ს ფაქტობრივი ლიდერია.
ჩინეთის ეკონომიკური პერსპექტივა, სომხეთისთვის მიმზიდველია. SCO აერთიანებს მსოფლიო მოსახლეობის 42%-ს და მსოფლიო მშპ-ის 36%-ს. ეს არის ერევნის გათვლა, რომ ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ზრდა რეგიონში შექმნის ალტერნატიულ ეკონომიკურ შესაძლებლობას სომხეთისათვის, რაც რუსეთზე პირდაპირ დამოკიდებულებას შეუმცირებს. პირდაპირს ვამბობს და ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, რადგან ირიბად რუსეთი როგორც ორგანიზაციის წევრი არსად ქრება.
მეორე და უმთავრესი ასპექტი არის უსაფრთხოების დილემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წევრია, იქ წამყვანი დღის წესრიგი ჩინეთს აქვს. ორგანიზაციის რეგიონალური ანტიტერორისტული სტრუქტურა (RATS) გულისხმობს უსაფრთხოების განზომილებას და წევრების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და ურღვეობას, რაც სომხეთისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ერევნისათვის ჩინეთთან მოკავშირეობა, SCO-ს ქოლგის ქვეშ, განიხილება როგორც რუსული საფრთხის დაბალანსების საშუალებაც – ერევანი ფიქრობს, რომ ჩინეთის მოკავშირედ ყოფნა რუსეთის მხრიდან მუქარების შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს.
სომხეთის ნაბიჯი არის რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური ძვრების ანარეკლი. ფაქტი ერთია: ჩინეთი იმაზე მძლავრი მიზიდულობის ცენტრია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს კი განსაკუთრებით თვალში საცემია რუსეთის მოკავშირეებში, რომელთაც ბოლო ხანებია ჩინეთი ამჯობინეს მოსკოვს. აი მაგალითად, შუა აზიურ რესპუბლიკებშიც კი ჩინეთს ზოგიერთ საკითხში უკვე იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე რუსეთს. ახლა კი კავკასიაში ჩინეთის აღმავლობას ვადევნებთ თვალს და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელშიც სულ რამდენიმე წლის წინ რუსული გავლენა ძალიან მყარი იყო. ზოგადად, რუსეთი და ჩინეთი ერთ ნავში კი სხედან, მაგრამ ახლა ჩინურ ნავში უფრო ზის რუსეთი, რომელსაც საერთო ნავის სახელს უწოდებენ ისინი.
ისიც სათქმელია, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობა და ევროკავშირის წევრობა რთულად შესათავსებელი იქნება, მით უფრო რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ჩინური ძალის გამოვლინებაა და ის ისეთ წევრებს მოიცავს როგორიც ბელარუსი და ირანია.
მოკლედ კავკასიაში არამხოლოდ რუსულ, ევროპულ, ამერიკულ, თურქულ და ირანულ, არამედ ჩინური ინტერესების გამყარებას ვადევნებთ თვალს. საინტერესოა სომხეთის ამ ნაბიჯს გრძელვადიანად როგორი პასუხი მოჰყვება დასავლეთისა და რუსეთის მხრიდან. მეეჭვება რომელიმე მხარეს სურდეს გავლენის შემცირება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved