• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ყვება პილოტი თემურ თოლომაშვილი, რომელმაც თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა

ალია ავტორი - ალია
10:58 09-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

35 წელია, რაც მფრინავი ვარ, ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია, – ამის შესახებ თბილისი-ვენის ავიარეისის პილოტმა, თემურ თოლომაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მან გუშინ „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი „ბოინგი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დასვა.

როგორც პილოტი განმარტავს, ეს არა ავარიული დაშვება, არამედ არასტანდარტული სიტუაცია იყო.

„აფრენის შემდეგ უნდა აიკეცოს თვლები. მე თავად თვლებს ვერ ვხედავ, არის სიგნალიზაცია, რომელიც მანიშნებს, აიკეცება თუ არა. როცა ავკეცე, იქ მაჩვენა, რომ მარჯვენა თვალი არ აიკეცა. ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო, სადაც წერია ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ და დავიწყეთ ამის შესრულება. ამას ვაკეთებდით სადღაც 10-15 წუთის განმავლობაში. ამ მომენტისთვის გადავეცით მეთვალყურეებს, რომ არ შეგვიძლია სიმაღლის აღება და ვერც განვაგრძობდით ფრენებს, ვერც დაშვებას განვახორციელებდით. გვინდოდა, თბილისის თავზე რამდენიმე წრე გაგვეკეთებინა, რათა გაგვეგო, რა იყო და როგორ იყო. მოგვცეს ამის უფლება. ეს შევასრულეთ და მერე მივხვდით, რომ ერთი თვალი არ არის აკეცილი. ასეთი დეფექტით თვითმფრინავს არ შეუძლია განაგრძოს ფრენა დანიშნულების აეროპორტამდე, თვითმფრინავი ამ დროს სისწრაფეს ვერ განავითარებს, საწვავი იმდენი არ მაქვს, რომ მეყოს დანიშნულების ადგილამდე. ამიტომ პროტოკოლით არის მიღებული, უნდა დავბრუნდეთ ან სათადარიგო აეროპორტში, ან იქ, საიდანაც ავფრინდით“, – განაცხადა პილოტმა.

მისივე თქმით, ეკიპაჟის წევრებმა კოორდინირებულად იმოქმედეს, თავად რეისი კი მის გარეშე შესრულდა, რადგან ეს პროტოკოლით არის განსაზღვრული.

„გუშინ ყველა ვიქცეოდით კოორდინირებულად. არ შემიმჩნევია, რომ ვიღაც დაიბნა, ან რამე. ამ დროს მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება. ჩვენ ეს გავაკეთეთ, გამოვუცხადეთ. ზოგს შეეშინდა, ზოგმა ნორმალურად მიიღო. ჩემ გვერდით იყო პირველი ოფიცერი გიორგი გიუნაშვილი, რომელმაც ძალიან კარგად გაართვა თავი ამ სიტუაციას, ძალიან მეხმარებოდა.

გუშინ გაფრინდა რეისი ჩემ გარეშე, ეს პროტოკოლის ნაწილია. ამ რეისის განხორციელება მე აღარ შემეძლო – არის სტრესი, სხვადასხვა სიტუაცია, ეს პროტოკოლით არის გათვალისწინებული. სტრესი იმ მომენტში არ მქონია, უფრო მეტი სტრესი იყო, რომ დავჯექით, იმის შემდეგ.

უკვე 35 წელია, რაც მფრინავი ვარ, და ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია. უფრო ნავიგაციური სისტემების შეზღუდვა მქონია. ეს არის არასტანდარტული სიტუაცია და არა ავარიული დაშვება. ეს იყო პირველი და იმედია, უკანასკნელი შემთხვევა“, – განაცხადა თემურ თოლომაშვილმა.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved