• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას ფიქრობს რიგითი ამერიკელი ჯო არჩევნებზე წასვლის წინ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:19 11-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
რატომ მსჯელობთ ამ ამერიკის არჩევნებზე, ჩვენი პრობლემები გვაქვს მისახედი, ჩაიქირქილებს გაბეზრებული ქართველი ირონიულად.
ცხადია, ამ დროს მას არ ახსოვს, რომ საქართველოში, მისთვის სასურველ ყველა ცხოვრებისეულ სიამოვნებას, იქნება ეს საცხოვრებლის, მანქანის შეძენა, თუ საზღვარგარეთ მოგზაურობა, ფასი დოლარებში და ევროებში ადევს.
ჰოდა, ამიტომაც …
მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ და რას ფიქრობს რიგითი ამერიკელი ჯო არჩევნებზე წასვლის წინ. რიგით ჯოს ორი მთავარი მიზანი აქვს ცხოვრებაში, უნდა საკუთარი სახლი და უნდა რაც შეიძლება მოროხვილი, დიდი პიკაპი, რომლითაც ივლის სანადირო-სათევზაოდ ძმაკაცებთან ერთად და რომელიც ნთქავს კოლოსალური რაოდენობის ბენზინს.
—
2021 წლის იანვარში, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში შევიდა, გალონი ბენზინის ფასი იყო საშუალოდ – 2.42 დოლარი.
2022 წლის ივნისისათვის ეს ფასი გაიზარდა – 5.03 დოლარამდე. 2023 წლის დეკემბრისათვის ეს რიცხვი შედარებით დასტაბილურდა და გახდა საშუალოდ – 3.26 დოლარი და ამჟამადაც რჩება დაახლოებით ასეთივე ფარგლებში.
—
რიგითი ჯო სახლის საყიდლად იღებს სტანდარტულ 30-წლიან პროცენტიან სესხს და პრაქტიკულად მთელი ცხოვრება იხდის.
სახლის საყიდელი სესხის პროცენტი პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დასაწყისში იყო – 4.9%, ხოლო დასასრულს, როდესაც ხელისუფლება პრეზიდენტ ბაიდენს გადააბარა – 2.7-2.8 %.
პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის პერიოდში ეს რიცხვი ავიდა – 7.8-8%-მდე, მერე ცოტა დასტაბილურდა და ამჟამად არის დაახლოებით – 6.7%.
—
ამასთან, რიგითი ჯოს სახელფასო განაკვეთი ტრამპისა და ბაიდენის მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად ანალოგიური იყო და არის.
—
იმედია, ამ ასპექტის გაანალიზებით, რიგითი ქართველი გიორგი მიხვდება თუ რას ფიქრობდა რიგითი ამერიკელი ჯო საარჩევნო პუნქტში მისვლის წინ და გაუგებს.
რიგით ჯოს სრულებით არ აინტერესებს რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი რაზე იყბედებს და რომელი უფრო ლამაზწარწერიან მაისურებს დაარიგებს. რიგით ჯოს ოჯახი ჰყავს სარჩენი და თავისი პატარა ცხოვრებისეული სიამოვნებები მოსასწრები.
რაც შეეხება მაღალ იდეალებზე ჭმუნვას, ეს უნივერსიტეტების კამპუსების მდელოებზე წამოგორებული სტუდენტებისა და ყავის ჭიქითა და კრუასანით ბიბლიოთეკაში მიმავალი პროფესურის პრეროგატივაა.
ერთია მხოლოდ, როდესაც ევროპას, აზიას, ლათინურ ამერიკას დიქტატორებისაგან გადარჩენა სჭირდება და ამერიკული ხიშტების დახმარებას ითხოვს, იმ ხიშტს ხელში რიგითი ჯო იღებს მხოლოდ და უხმოდ მიდის საბრძოლველად.
ხიშტი კი დღევანდელ მსოფლიოშიც ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როგორც რომის იმპერიის დროს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved