არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტს ცენტრალურ საარჩევნო კომისია პასუხობს.
გიორგი სიორიძე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:
“ეს იქნება უკიდურესად დამაზიანებელი პროცესისთვის, ვინაიდან ისეთი ავტორიტეტული 3 არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთიშვა ამ პროცესიდან, ნამდვილად ვერ წაადგება, იმ მიზანს, რომელიც ჰქონდა ამ საკანონმდებლო რეგულაციას. მე მინდა, ვთხოვო, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუკი იქნება შესაძლებელი, პროცესი შემოვაბრუნოთ, მოვიდნენ და დასხდნენ ჩვენთან ერთად. სხვა შემთხვევაში ამ მიმართულებით პროცესი იქნება, სამწუხაროდ, დისკრედიტირებული.”
კომენტარები