• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოიკოტი ცესკოს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და ” სამართლიანი არჩევნები” საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს ტოვებენ

ალია ავტორი - ალია
11:34 08-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და ” სამართლიანი არჩევნები” ტოვებენ. მიზეზი ცესკოს მიმართ უნდობლობაა. ორგანიზაციებში მიაჩნიათ რომ უწყება საკონსულტაციო ჯგუფს არაკვალიფიციური ადამიანებით დააკომპლექტებს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2021 წლის ივნისში შეტანილი ცვლილებებით, არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საკონსულტაციო ჯგუფი არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით, რომელიც ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს. საკონსულტაციო ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან. ამ მიზნით ცესკომ შეიმუშავა დადგენილება და განსაზღვრა, რომ ჯგუფის წევრთაგან არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 კანდიდატურას ცესკოს წარუდგნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჯგუფის წევრების შესარჩევ პროცესში ცესკომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც” მიიწვია, რაზეც თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, ჩვენი აზრით, ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას.

ცესკომ საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მიიწვია ყველა ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში იყო რეგისტრირებული. პირველი შეკრების დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15-მა ასეთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოთქვა ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანდოობის, კარგი რეპუტაციის,  საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს. ბევრი მათგანი უარყოფითი კუთხით არაერთხელ მოხვედრილა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში.

გარდა ამისა, ცესკოს დადგენილებაში თავდაპირველად ეწერა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით უნდა შეერჩიათ. თუმცა, 6 აგვისტოს ცესკომ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, თუ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით ვერ შეირჩა, კანდიდატურებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სადამკვირვებლო ორგანიზაციების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა, რომ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სრულად დააკომპლექტონ საეჭვო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესს. სამწუხაროა, რომ ამბიციური საარჩევნო რეფორმის მიზნად დასახვის მიუხედავად, როგორც ცესკოს ახალი წევრებით დაკომპლექტების, ისე საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა ხარვეზიანი აღმოჩნდა და, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ზრდას- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved