• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას ნიშნავს თქვენი დის მიერ “ალიაში” გამოქვეყნებული სტატია, საქართველოს ფოსტას რომ გვლანძღავსო!!!” – რეაქცია “ალიას” პუბლიკაციაზე –

ალია ავტორი - ალია
02:22 02-25-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67


გაუგონარი ამბები ხდება საქართველოში, დაუჯერებელი და სრულიად ამაზრზენი! არადა, აქ რომ სამოქალაქო საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, ეს ურცხვი, მძარცველი, მონოპოლისტი კომპანიები ვერც ამდენს გაბედავდნენ და არც ჩვენ ვინერვიულებდით ამდენს….
ორიოდე კვირის წინ, „ალიას“ მკითხველი გაეცნო ჩემს სტატიას, რომელიც საქართველოს ფოსტას ეხებოდა! ჩვენს ვებ-გვერდზეც განთავსდა და ჩვენს სოციალურ ქსელში ეს სტატია. ინტერნეტში, „ალიას“ მკითხველთა სოლიდური ნაწილი ჩვენი ემიგრანტები არიან!


30 000-მდე მკითხველი ორიოდ დღეში დაფიქსირდა, კომენტარები კი ისეთი იყო, საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობას, ეს რომ სახელმწიფო იყოს, მშვიდად არ უნდა ეძინოს თავის ნაბადთან ერთად, მაგრამ…..
მოხდა უარესი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე იგივე თემას დავბრუნებოდი…
მოკლედ, იტალიიდან ჩემი ოჯახის წევრები, ხშირად მიგზავნიან ამანეთებს და იგივე მოხდა ამ სამიოდე კვირის წინაც…
ოღონდაც, კრიტიკული წერილი, რომელიც მრავალმა ათასმა ადამიანმა წაიკითხა, უკვე გამოქვეყნებული იყო, რამდენიმე დღით ადრე!
ამჯერად, ჩემმა დამ 3 ამანათი გამოაგზავნა, თითოეული შესაბამასი ნომრით და ზედ მიწერილი ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებით – ნინო, ირინე და სანდრო გოგოსაშვილის სახელზე! გადაიხადა წონის და გამოგზავნის ფული, დაგვირეკა ამა და ამ რიცხვში მანდ იქნება, მესიჯი მოგივათ საქართველოს ფოსტიდან და გაიტანეთო!
საქართველოს ფოსტა თავის ოფიციალურ საიტზე, იტალიიდან გზავნილების გასწვრივ წერს – ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება! 1 კგ ფასი იტალიიდან საქართველოში 1,5 -2 ევრო და ა.შ… თითოეული ამანათი დაახლოებით 7-8 კგ-მდე!


ამასობაში კი ხდება ასეთი, რამ…..ნინოს და სანდროს, საქართველოს ფოსტა ამანათის ჩამოსვლის დასტურად უგზავნის მესიჯს, ამანათი ჩამოსულიაო და აქ საგულისხმოა ერთი გარემოება -10 დღეში საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, კერძოდ ლაგოდეხში ჩააქვთ ამანათი, აქვე თბილისში ნინომაც მიიღო და ჩემ სახელზე გამოგზავნილი ამანათი კი დღემდე არ ჩანს!!! ანუ 3 კვირის, უფრო კონკრეტულად კი 21 დღის განმავლობაში, ჩემს სახელზე გამოგზავნილ ამანათს ცამ უყო პირი თუ მიწამ, ვარკვევ და დღემდე ვერ გამირკვევია!


ეგ კიდევ არაფერი, ვიდრე მილანის საქართველოს ფოსტის ოფისიდან ამანათების შემგროვებელი ახალგაზრდა ბიჭი, ვინმე ნიკა მივიდოდა, ჩემ დასთან, ოფისის ხელმძღვანელმა ვინმე ნატომ დაურეკა, რომელსაც 3 კვირის წინ უკვე წაკითხული ჰქონდა ჩემი კრიტიკული სტატია საქართველოს ფოსტის შესახებ და უსაყვედურა – რას ნიშნავს თქვენი დის მიერ „ალიაში“ გამოქვეყნებული სტატია, რომ გვლანძღავს, რა, ცუდად გემსახურებით, განა ჩვენი მუდმივი კლიენტი არ ხართოო?


ვიცი, ამ სტატიასაც წაიკითხავს ვინმე ნატო და მივმართავ მას – ქალოოო! 2 კვირაა გირეკავთ, გვემალები და ტელეფონთან არ მოდიხარ, შენი თანამშრომლები ყოველ ჯერზე იტყუებიან ჩემს მოთხოვნაზე – ამანათის ნომერი გვითხარით, ქსელში კომპიუტერით რომ მოძებნონ თქვენივე საქართველოს ფოსტის ოპერატორებმა-თქო და აქეთ წაიგდე ენააა? დღემდე ვერ მივაღწიე იმას, რომ შენივე კომპიუტერში მოძებნო, რა ნომრით გამოაგზავნეთ ჩემი ამანათი და კიდევ აქეთ იქადნები, რას ნიშნავს და როგორ გავბედე თქვენი კრიტიკაა?
გასაგებია, რომ ფული იშოვე, სამსახურშიც აქა-იქა დაბრძანდები, მაგრამ ამჯერად სრულებითაც არ გაქვს დამშვიდების და ცხოვრებით ტკბობის დრო იმიტომ, რომ ჩემთან მოგიყვანა შენმა არაპროფესიონალიზმმა და აწი ვერც „სუსი“ გიშველის, რომლის წყალობითაც „გოროდი ნახე“, ჯიბე გაისქელე და გგონია, რომ იდედოფლე!
21 დღე გავიდა შე უტიფარო, 21 დღე 10 დღის ნაცვლად და გაღმა მოდავეს გამოღმა მედავები, რატომ გვლანძღავსოო? ველოდები ან შენს ოფისში დაპატიმრებულ ჩემს ამანათს ანდა სულაც თქვენივე დაუდევრობით დაკარგულს და შეიგნეთ – დაკარგულის დაბრუნებას საკუთარი ჯიბიდან აანაზღაურებთ, პლუს მაგას წონის და გაგზავნის საფასურთან ერთად!!!! მესმის, რომ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც საქათველოს ფოსტამ ამანათი დაუკარგა, საფასური არ აუნაზღაურა, აღნიშნულ დროში არ ჩაუტანა, მაგრამ ამჯერად ნურას უკაცრავად – გაპოვნინებთ კიდეც, აგანაზღაურებინებთ კიდეც და სამსახურიდანაც ისე მოგისვრიან, როგორც მზე მაღლა!!!
ამ წერილს აგრეთვე წაიკითხავენ ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან და დამიდასტურებენ, რომ საქართველოს ფოსტა არათუ საუკეთესო, არამედ მსოფლიოში ერთადერთი გადამზიდავია, რომელიც დაკარგულ, შელახულ და დაგვიანებულ ტვირთზე ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის და რომელსაც მომსახურების ტარიფში – ტვირთის დაზღვევა არ აქვს შეტანილი!!!
სამაგიეროდ, საბაჟო დეკლარაციის შევსებაში, რომელსაც კომპიუტერი პროგრამულად 1 წამში აგდებს 1 თაბახის ფურცელზე, ღირს 20 ლარი!
მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა საქართველოს ფოსტამ თუნდაც 1 შეტყობინება გამომიგზავნა ტექსტით – ,,გაცნობებთ რომ თქვენი ამანათი ჩამოსულია, მიაკითხეთ ამა და ამ მისამართზეო!“ ვიმეორებ არც ერთხელ მსგავსი რამ ჩემს ტელეფონზე არ დაფიქსირებულა და თუ ვტყუი, შეამოწმონ!
პირიქით კი ბევრჯერ ყოფილა და თითქოს მათი თანამშრომელი ვიყო, ჩემივე ამანათს მე თვითონვე ვეძებ ხან მილანის ოფისის ხელმძღვანელ ნატოსთან ნომერზე + 39 137 77 365, ხან საქართველოს ფოსტის ცხელ ხაზზე სადაც დიდხანს უნდა ელოდო, ვიდრე ოპერატორი გიპასუხებს, ამაშიც ფული უნდა ხარჯო, თუ ბედმა გაგიღიმა და ამანათი ჩამოგიტანეს, ტრანსპორტშიც ფული უნდა გადაიხადო და ბოლო-ბოლო, საქართველოს ფოსტისთვის მიმუშავია და არ მცოდნია მათი შემომწირველიც რომ ვყოფილვარ!!!
და ბოლოს….
მივმართავ საქართველოს ბანკის მეპატრონე ლევან ჩიკვაიძეს:
ამანათი დაიდოოს!
თქვენს ხელის გოგო ნატალიას მიხედეთ, სამსახურში არ დადის, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ისევე როგორც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და კლიენტს 3 კვირა აწვალებს ამანათის ნომრის გასაგებად!
აბა ჰე, დროზე და დროებით!!!

ირინე გოგოსაშვილი, ალია

თეგები: საქართველოს ფოსტა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved