• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რას ნიშნავს პირადი გამბედაობა და თავდადება, გთავაზობთ შკალას მიშასგან… მე ოთხივე საფეხური გავლილი მაქვს“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:32 02-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,449

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ახლა თითოეულ ნორმალურ ქართველს უდგას დილემა ან თავი გადაირჩინოს – წავიდეს შიდა ემიგრაციაში, ე.ი. არაფერი შეიმჩნიოს, მიიღოს თამაშის მუდმივად გაუარესებადი წესები და გააგრძელოს აქ ცხოვრება, ან წავიდეს გარე ემიგრაციაში, გადაშალოს მის და მისი შვილების ცხოვრებაში საქართველოს ფურცელი ანდა გადაწყვიტოს, რომ მზად არის თავგანწირვისთვის და ბოლომდე ეკვეთოს რეჟიმს.

მე ეს ბოლო ამოვიჩემე, მიუხედავად ჩემი ძალიან კომფორტული და დაფასებული ცხოვრებისა უკრაინაში.ახლა როგორც არასდროს მჯერა, რომ სწორედ თითოეულის ინდივიდუალური თავგანწირვა გადაარჩენს თითოეულს და ქვეყანას.

გარდა ამ რეჟიმთან ყველა მეთოდით ბრძოლისა და პირადი თავდადების სხვა არაფერი გადაგვარჩენს. საქართველოს სჭირდება გმირები არა უბრალოდ წიგნებში. ახლა არის დრო, რომ დავამტკიცოთ რომ ის ისტორია, რომელიც ვისწავლეთ, მოგონილი არაა და მართლა ვართ არსებობის ღირსი.

რას ნიშნავს პირადი გამბედაობა და თავდადება, გთავაზობთ შკალას მიშასგან:

პირველი საფეხური – არ შეგეშინდეთ თქვენი პოზიციის ხალხში ხმამაღლა დაფიქსირება დაპოსტვის, დალაიქების. ნუ შეგეშინდებათ ახლობლების, თანამშრომლების ალმაცერი მზერის, მათი მხრიდან გაკიცხვის.

მეორე საფეხური – არ შეუშინდეთ საპროტესტო აქციებში ჩართვას, მიუხედავად რისკისა სამსახურის და შემოსავლის დაკარგვის.

მესამე საფეხური – არ შეგეშინდეთ დაპატიმრების, დარბევის, ფიზიკური თავდასხმის.

მეოთხე საფეხური – არ შეგეშინდეთ თქვენი სამშობლოსთვის და თქვენი შვილებისთვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარისკვის, როგორც თავგანწირვის უმაღლესი ფორმის.

მე ოთხივე საფეხური გავლილი მაქვს და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენ. ამის გარეშე ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას და მომავალს.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved