• რეკლამა
  • კონტაქტი
10:56, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია? – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:55 03-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,104

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია?

– იმ ომის პირველივე დღეს, რომლისთვისაც მხარეები ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდნენ, ქვეყნის ლიდერის ლიკვიდაცია ნიშნავს იმას, რომ მეორე მხარე (ამ შემთხვევაში ისრაელი და აშშ. და ისრაელს პირველ რიგში შემთხვევით არ ვწერ) საუკეთესოდ შეხვდა გადამწყვეტ მომენტს. მათ არამარტო ჰქონდათ ზუსტი სადაზვერვო სახის ინფორმაცია სად და როდის იმყოფებოდა ხოლმე მოწინააღმდეგე მხარის ლიდერი, არამედ უზუსტესად შეძლეს ამ ინფორმაციის რეალიზაცია (ანუ დასაწყისშივე მოახდინეს მოწინააღმდეგე მხარის ლიდერის ლიკვიდაცია);

– სულიერი ლიდერის ლიკვიდაციამ აჩვენა, რომ ისრაელ-აშშ-ს მთავარი მიზანი ამ ომში უკვე არა ბირთვული პროგრამის ან ფრთოსანი რაკეთების წარმოების შეჩერებაა, არამედ რეჟიმის ცვლილებაა ირანში და ამ მიმართულებით სიურპრიზები კიდევ მოსალოდნელია;

– რა თქმა უნდა, სულიერი ლიდერის ლიკვიდაცია არ ნიშნავს რეჟიმის უცაბ ჩამოშლას. მაგრამ ეს არის სერიოზული ბზარი, რომელიც ისრაელმა და აშშ-მა გააჩინეს რეჟიმის შიგნით, მითუმეტეს ახლა, როდესაც ჯერ კიდევ ომის პირველი დღეებია;

– სულიერი ლიდერის გარდა მოხდა კიდევ არაერთი სამხედრო-პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირის ლიკვიდაცია, რაც ერთის მხრივ აჩენს შიშს რეჟიმის შიგნით და მეორეს მხრივ, შეიძლება გააჩინოს შიდა დაპირისპირება, რაც ნამდვილად არ მოემსახურება რეჟიმის განმტკიცების საქმეს;

– ირანის ზომის და წონის (ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი ქვეყანა 90 მილიონი მოსახლეობით) ქვეყნის პირველი პირის ფიზიკური ლიკვიდაცია აჩენს შიშს მთელ მსოფლიოში (განსაკუთრებით არადემოკრატიულ ლიდერებში), რომ ერთ დღესაც შეიძლება მათი ჯერი დადგეს. ჩემი თუ არ გჯერათ, რუსებისა და რუსქოცების რეაქციებს შეხედეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved