“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
“ამ ყველაფრის ფონზე, ის ადამიანები, რომლებიც (სულ ერთია, რა მიზეზით) ვერ აცნობიერებენ ამ ომის განსაკუთრებულ, ისტორიულ მნიშვნელობას, ურჩხულთან წმინდა გიორგის ბრძოლას რომ ჰგავს, ისეთ უბადრუკ არსებებად მიმაჩნია, მხოლოდ თანაგრძნობა შემიძლია…
მინდა, მხარზე ხელი დავადო და ვანუგეშო:
– რას იზამ, ალბათ, ასეთია შენი ხვედრი, მკვდრადშობილო…
უყურებდე და ვერ ხედავდე,
უსმენდე და არ გესმოდეს,
რაკი გგლეჯდნენ და ვერ გრძნობდი…
რაკი თავისუფლების ჟამი დგება და ვერც ამას გრძნობ…”
კომენტარები