• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რას იძლევა ეს მრავალათასსაათიანი ჩანაწერები?” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:24 04-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
266

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

,,სინამდვილეში, არაფერი უცხო ჩემთვის არ ყოფილა ყოფილი პოლიციელის ინტერვიუში, რომელიც ეკა კვესიტაძეს მისცა. ივანიშვილის პარანოიის და ტოტალური კონტროლის შესახებ ბევრი წელია ვიცი. ეს სისტემა დაეხმარა ივანიშვილს ადამიანები უბრალოდ გაექრო საჯარო სივრციდან, გაენადგურებინა, მოესყიდა, დაეშანტაჟებინა, დაემორჩილებინა.

თუმცა, ეს სისტემა მასვე შეჭამს საბოლოოდ.

წარმოიდგნეთ, 50 000 ადამიანი მოსმენაზე და მუდმივ კონტროლზე. გაფილტვრის, გაშიფვრის, დაკავშირების და ანალიზის გარეშე ეს მასალა არის კატასტროფა. სინამდვილეში, ეს არის ერთი დიდი ხმაური, რომელიც საბოლოოდ ამ ტირანის არაადეკვატურობას აძლიერებს.
დავუშვათ, 50 000 ადამიანიდან დღეში თითოეულს საშუალოდ 30 წუთი აუდიოკომუნიკაცია აქვს. ეს არის 1 500 000 წუთი დღეში, ანუ 25 000 აუდიოსაათი დღეში.

ერთი ადამიანი დღეში 5–6 საათზე მეტ ხარისხიან მოსმენას და ანალიზს ვერ გააკეთებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის სრულად მოსასმენად ყოველდღე დაგჭირდება დაახლოებით 4–5 000 ადამიანი. მხოლოდ მოსმენისთვის. ეს ანალიზის, კორდინაციის, ტექნიკური მხარდაჭერის და ანგარიშების გარეშე. ეს გამორიცხულია. ალბათ დაპრიორიტეტებულია რამდენიმე ასეული ან ათასი ადამიანი. დანარჩენები უბრალოდ ბაზაში რჩებიან ან ავტომატურ მონიტორინგში არიან.

მაგრამ ესეც უზარმაზარ რესურსს მოითხოვს, ტექნიკურ ინფრასტრუქტურას – სერვერებს, შენახვის სივრცეს, წვდომას ოპერატორებთან, პროგრამულ უზრუნველყოფას.
ადამიანურ რესურსს – ოპერატორებს, ვინც მასალას ამოწმებს , ანალიტიკოსებს, ვინც კავშირებს და მნიშვნელობას ხედავს.ამ ყველაფერს ჭირდება მინიმალური იურიდიული საფარი მაინც – ფორმალური ბრძანებები, ნებართვები ან მათი იმიტაცია.

უსაფრთხოების სისტემა, რომ ამ ინფორმაციამ არ გაჟონოს. პოლიტიკური მენეჯმენტი – ვისზე რა მასალა უნდა დამუშავდეს და როდის. 50 000 ადამიანის მოსმენა სავარაუდოდ უფრო ნიშნავს არა მათ ყოველდღიურ ხელით მოსმენას, არამედ მასობრივი მეთვალყურეობის სისტემას, სადაც ინფორმაცია ინახება, იფილტრება და საჭიროებისას აქტიურდება.

რას იძლევა ეს მრავალათასსაათიანი ჩანაწერები? სინამდვილეში დიდს არაფერს, მითუმეტეს, როცა ადამიანებმა იციან, რომ მათი ტელეფონი ისმინება და სავარაუდოდ სერიოზულ საკითხებზე არ ლაპარაკობენ ტელეფონით. რას იძლევა მათი გადაადგილების შესახებ მუდმივn ინფორმაცია? თუ ანალიზი და სწორი დაკავშირება არ შეგიძლია ფაქტების, სინამდვილეში ეს იძლევა დიდ ქაოსს, ეს ყველაფერი სინამდვილეში არის ერთი დიდი ხმაური, საიდანაც სასარგებლო ინფორმაციის მიღების შანსი მცირეა.

თუ გახსოვთ გამოქვეყნებული კრებსები, დამეთანხმებით, რომ ძირითადი ნაწილი იყო უბრალოდ ჭორაობა და ნაგავი. აი, მაგალითად, აქუბარდია რომ ვალერი გელბახიანის შვილის ქორწილში მივიდა, ამაზე ვიღაცამ დრო დაკარგა, დაადგინა, მერე ოქმი შეადგინა და ზევით გაგზავნა, ზევით ვიღაცამ წაიკითხა და რა მიიღო ამით?

რა თქმა უნდა, როცა იცი, რომ ქვეყანაში ტოტალური კონტროლია, ეს შიშის ეფექტს იწვევს. ადამიანების ქცევა იცვლება – შეიძლება ერთმანეთს აღარ ენდონ, ორგანიზებას მოერიდონ, შანტაჟის და ზეწოლის ბერკეტს იღებს სისტემა პოლიტიკოსებზე, აქტივისტებზე, ბიზნესმენებზე, მოსამართლეებზე, ჟურნალისტებზე.

მაგრამ, როცა სპეცსამსახურის რესურსი იხარჯება იმაზე, რომ ჩაიწეროს ვინ რა ჭამა, ვინ ვის ქორწილში წავიდა, ვინ ვის დაურეკა პირად თემაზე, ვინ რა უთხრა დედას, ვინ ვისთან დაჯდა სუფრაზე, ეს უკვე აღარ არის რამენაირი ღირებულების სადაზვერვო მუშაობა. ეს უფრო ბიუროკრატიული პარანოიაა – სისტემა, რომელიც იმდენად არის შეპყრობილი კონტროლით, რომ მნიშვნელობას კარგავს. ყველაფერი „ინფორმაციად“ ითვლება, და საბოლოოდ დიდ ნაგვად და აბსურდად იქცევა, და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას ფაქტიურად გამრიცხავს. აგროვებს იმდენ ნაგავს, რომ ბოლოს თავადვე ვეღარ არჩევს ღირებულს. ეს არის უზარმაზარი, დამღლელი, დაბინძურებული ინფორმაციული ჭაობი, სადაც შეიძლება მართლაც მნიშვნელოვანი სიგნალიც იყოს, მაგრამ იმდენი უმნიშვნელო ჭორი, პირადი დეტალი და ყოფითი ნარჩენია ზედ გადაფარებული, რომ სისტემა ბოლოს საკუთარ ჩანაწერებში იხრჩობა.

სწორედ ეს სისტემა მოუღებს ბოლოს ივანიშვილს, კიდევ ერთი, და მთავარ მიზეზის გამო. ეს სისტემა უჩენს მას ტოტალური კონტრლის და ყოვლისშემძლეობის ილუზიას. სწორედ ეს ილუზია არის ყველაზე საშიში მისი მსგავსი ტირანებისთვის კრიტიკულ მომენტებში. როგორ მოქმედებს ეს მექანიზმი, ამას რეალურ ცხოვრებაში მალე ვნახავთ.“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved