• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” რას გულისხმობენ? უკაცრავად, გარყვნილებას, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებულია? ამ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ?” – ,იტროპოლიტი იოანე

ალია ავტორი - ალია
13:21 06-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,282
 ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე 1 ივნისის ქადაგებაში ამბობს:

“ჩვენმა ხელისუფალმა, პრემიერმა უცხოეთში შეხვედრაზე თქვა, რომ ევროინტეგრაცია კარგია, მაგრამ უკვე ამდენი წელია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და საქმეზე ხომ არ გადავიდეთო? კონკრეტულად ხალხს რა ვუთხრათო? იმიტომ, რომ ხალხს უკვე იმედი აღარ აქვს, რომ თქვენ ეს გინდათ. კი, კი გავითვალისწინებთო და გაითვალისწინეს და ისეთი რამ შესთავაზეს ქართველ ერსა და ქვეყანას, რომ ნამდვილად ამაზე უარს იტყვიან ჭეშმარიტი ქართველები და ქრისტიანები და მაშინ საბაბი ექნებათ, ევროპაში როგორ შემოვიშვათ თქვენ, როგორი ჩამორჩენილები ყოფილხართო. ჩვენ ვართ ჩამორჩენილები? ისინი? მაგრამ გააჩნია, რომელ გზაზე ჩვენ ჩამოვრჩით და რომელ გზაზე ისინი წარმატებულნი არიან […]

ახლა ევროპული ღირებულებებია, ეს სადაური ტერმინია? გეოგრაფიული ტერმინი ღირებულებებზე ლაპარაკობს? ევროპული – მაშინ, აზიურიც იყოს, აფრიკული იყოს, სამხრეთ ამერიკული, ჩრდილო ამერიკული, ანტარქტიდისაც ხომ შეიძლება? ისიც ხომ კონტინენტია? რა ღირებულებებზე ლაპარაკობთ? ევროპა, რომელიც წარმართობაში იყო, იმის ღირებულება? თუ ქრისტიანული როცა იყო? თუ, როცა კათოლიკეები ინკვიზიციით რომ წვავდნენ ადამიანებს კოცონზე? რომელ ევროპაზე მელაპარაკებით თქვენ? რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი? დღევანდელი ევროპის ღირებულებებზე? მაგრამ საფუძველი რა არის? ჩამოთვალოთ – დამპყრობლობა, აფრიკა, ამერიკა დაიპყრეს. კარგი, დაიპყრეს და აითვისეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამოხოცეს, რასისტული იყო. მუშახელი რომ დააკლდათ ამერიკაში, აფრიკიდან 10 მილიონზე მეტი ზანგი მონად გაყიდეს, რომ იქ ემუშავათ. ესაა ევროპული ღირებულებები?! სისასტიკე იქ მყოფ ინდიელებს, სხვადასხვა ტომს, აფრიკელებს –  ადამიანებად არ თვლიდნენ, თუ ნახევრად რაღაცებად? ეს ხომ რასიზმია უკვე.

საიდან წამოვიდა ათეიზმი? – ევროპიდან. ფაშიზმი? – ევროპიდან, მსოფლიო ომები? – ევროპიდან. რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ამიხსენით, რას გულისხმობენ? უკაცრავად, გარყვნილებას, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებულია? ამ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ? ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებენ, რომ თქვენ თუ არ მიიღებთ, ევროპაში არ მიგიღებთო. ამ ულტიმატუმს არ უყენებენ ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას… რატომ? – დიდი ქვეყნებია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ცოტანი ვართ და შეიძლება ჩვენ დაგვჩაგრო? და უარი გვათქმევინო ჩვენს განვლილ ორი ათასწლოვან გზაზე? ამას დემოკრატია ჰქვია ხომ? თუ დემოკრატია შეწყნარებაა განსხვავებული აზრისა, მაშ, შემიწყნარე მე, განსხვავებული აზრი მაქვს. არა, ჩემი შეწყნარება არ შეიძლება, შენი უნდა შევიწყნარო – ესაა დემოკრატია? დემოკრატიის სამშობლოდ ითვლება საბერძნეთი, ათენი […] რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, სოკრატეს, ალკიბიადეს თუ ვისი?”

 

თეგები: მიტროპოლიტი იოანე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved