რას გააკეთებს უკრაინა, თუ რუსეთი კიევზე დარტყმას ისევ შეეცდება? პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტი, ზელენსკი, ამ კითხვას ასე პასუხობს:
“რას გააკეთებს უკრაინა, თუ კიევს თავს დაესხმება? ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და ყველა უკრაინელისთვის, კიევი, ჩერნიგოვი, დონბასი, ხარკოვი, ზაპოროჟიე ერთი და იგივეა, ყველგან ჩვენი უკრაინელი ცხოვრობს და პასუხი იგივე იქნება, რაც ამ ქალაქებში. დაგვარტყამენ – პასუხს მიიღებენ, მძლავრ პასუხს“
დღეს უკრაინა დროშის, ხვალ კი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. კიევში ომის პერიოდში უკვე მესამედ ჩავიდა, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.
კომენტარები