• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რას ეწოდება „დემოკრატია“, რომლის დაცვასაც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა ემსახურებოდეს?” – თამარ ონიანი

ალია ავტორი - ალია
13:58 11-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი:

,,დღეს უკვე მესამე კვირა იწყება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესს მივადევნებთ თვალს.

წინა სხდომებზე სასამართლოში არაერთხელ გაისმა მოწოდება, მოპასუხე მხარე არ გაცდენოდა სასარჩელო მოთხოვნას და არ ესაუბრა დღევანდელ რეალობაზე.

რა სამართლებრივი საფუძველი აქვს დღევანდელი რეალობის მსჯელობის მიღმა დატოვებას, როდესაც თავად დავის საგანი დემოკრატიის სახელით პოლიტიკური პარტიების აკრძალვაა?

მეტიც, იმის შეფასება, დღეს საქართველოში დემოკრატია არსებობს თუ არა, ან რა ხარისხით, სასამართლოს ჩარევის თანაზომიერების ტესტის სულ მცირე ორ ეტაპზე სჭირდება – ეს არის ლეგიტიმური მიზანი; და, ეს არის აუცილებლობა.

ამიტომ, თანამედროვე რეალობის გამოკვლევა საკონსტიტუციო სასამართლოს ვალდებულებაა და, არა სასარჩელო მოთხოვნის გაცდენა.

შემთხვევითი არ არის, რომ ევროპული კონვენცია უფლებაში ჩარევის გასამართლებლად მოითხოვს არა განყენებულ „აუცილებლობას“, არამედ „აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

კონვენცია დემოკრატიული საზოგადოების იდეალებისა და ღირებულებების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება და, არა ნებისმიერ სხვა მოდელს, მაგალითად ავტოკრატიას.

დემოკრატიაა კონვენციით და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და მასთან თავსებადი ერთადერთი პოლიტიკური მოდელი.

ამიტომაც, დემოკრატიის დაცვა ვერ იქნება მხოლოდ ფორმულა, რომელსაც პოლიტიკური კონკურენციის გასაქრობად მოიშველიებ. მას უნდა ჰქონდეს რეალური შინაარსი. უნდა არსებობდეს დემოკრატიული სივრცე, რომლის დაცვასაც ეს ჩარევა ემსახურება, და არა ძალაუფლება, რომლის შენარჩუნებაც დემოკრატიის დაცვად შეინიღბება.

თანამედროვე საქართველოს (განსაკუთრებით ინტენსიურად და სწრაფი ტემპით) ბოლო ორი წლის მოვლენები დემოკრატიის შემორჩენილი საყრდენების მიზანმიმართული ნგრევის მტკიცებულებებია.

ამიტომ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ევროპული სასამართლოს პრაქტიკას მოიშველიებენ, ერთი განსხვავება მაინც უნდა იყოს ნათელი, რომ სამართლის უზენაესობა და სამართლის მეშვეობით ბატონობა ერთი და იგივე არ არის (Rule of Law & Rule by Law).

კონვენციის და პრაქტიკის, თუნდაც უკვე ათობით რაოდენობით Herri Batasuna and Batasuna-ს საქმის ციტირება მის ლოგიკას, რომ დემოკრატია კონვენციასთან თავსებადი ერთადერთი სისტემაა, კონტექსტისაგან ვერ ამოგლეჯს, და, სწორედ აქ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არა მის წინაშე არსებული “კაზუსი” რაღაც აბსტრაქტულ რეალობაში, არამედ უნდა შეაფასოს მოსარჩელეების განზრახვაც. ლეგიტიმურია ის, თუ სხვა ფარული განზრახვით (ulterior purpose) მოტივირებული.

განსაკუთრებით, იმ რეალობაში, როდესაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში:

1. სისტემურად აწამეს დემონსტრანტები; ვინც არ აწამეს, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლში შერეული CS გაზი გამოიყენეს (ეს, სულ მცირე, რაც სუსს თავად აქვს დადასტურებული თავისი გამოძიებით);
3. მიიღეს 300+ პერსონიფიცირებული საკანონმდებლო ცვლილება;
4. ათეულობით ადამიანი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს და მსჯავრი დასდეს;
5. მანამდე ასობით ადამიანი ადმინისტრაციულად დააკავეს, და, გააგრძელეს ეს პრაქტიკა შემდეგ უკვე ტროტუარზე დგომის და ფეისბუქ გამოხატვის გამო დაკავებებით;
5. დააყადაღეს სამოქალაქო საზოგადოებისა ორგანიზაციები, და მიიღეს მათი და მედიის საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები.

ამ ყველაფრის შემდეგ, კონკრეტულად რას ეწოდება „დემოკრატია“, რომლის დაცვასაც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა ემსახურებოდეს?

სწორედ ამიტომ, დღევანდელ რეალობაზე მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებიდან გასვლა კი არა, ამ მოთხოვნის შეფასების აუცილებელი წინაპირობაა.

სასამართლო ვალდებულია, დეტალურად გამოიკვლიოს და შეაფასოს, მოთხოვნილი აკრძალვა დემოკრატიას იცავს თუ მისი ნგრევის კიდევ ერთ ინსტრუმენტად იქცევა.“

თეგები: თამარ ონიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა – კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
ახალი ამბები

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა – კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში

12:46 11-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved