მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის გამოკითხვას ეხმიანება:
იზა ომაძე აღნიშნავს, რომ მას სჯერა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, რის თქმის საფუძველსაც პროკურატურის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა აძლევს – “დამიდასტურეს მზაობა, რომ ყველა დამნაშავე შესაბამისად კანონისა დაისჯება”.
“დასრულდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის დაკითხვა!!!
რა თქვა, ახლა რატომ თქვა და მაშინ რატომ არა!!!
ამაზე ჩემი პასუხია: მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა, ასეც მჯეროდა, რომ იტყოდა!!!
მე მჯერა, რომ მის უსაფრთხოებაზე კარგად იზრუნებენ!!!
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან, რომელთაც დამიდასტურეს მზაობა, რომ ყველა
დამნაშავე შესაბამისად კანონისა დაისჯება!!!!
დაველოდოთ !!!”
ცნობისთვის, ქვაჭრელიშვილის ადვოკატის თქმით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში გარეულნი არიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, სავარაუდოდ, მკვლელებისთვის ხელის დაფარების მცდელობისთვის. როდის დაიწყებს პროკურატურა ამ პირთა გამოკითხვას, ან მათთვის ბრალის წარდგენას – უცნობია.














კომენტარები