ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:
” უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
მიერთება კი მოითხოვს უამრავ რეფორმებსა და დროს” -განაცხადა ბელგიის პრემიერმა.
აგერ, ევროკომისიის პრეზიდენტიც გვილოცავს.
თქვენ რა გინდათ?… რას დახტიხართ ატეხილი ძროხებივით?…
მიზეზს ეძებთ?… ხელისუფლების დამხობა გინდათ?…
მიდით, ცადეთ აბაა…
და ნუ ბაქი-ბუქობთ ერთი რა… თორემ იმ მეგრელს მაგონებთ ანეკდოტიდან, ციხეში რომ მელოტ თავზე მწვანე “კრასკა” გადაუსვეს. გამოიღვიძა მეორე დილით და სარკეში რომ ჩაიხედა, გადაირია: დედას გიტირებთ, ახლავე თქვით რომელმა გამკრასკაო!
მე გაგკრასკე -წამოდგა ვიღაც კუნთებიანი ახმახი – რა გინდა ახლაო?
-ხოხ, არაფერი ისეთი, გაშრა და მეორე პირი არ უნდა გადაუსვაო?….
ასეა თქვენი საქმე და მაინც და მაინც ნუ “გვამალიარებთ” თუ ღმერთი გწამთ….”
კომენტარები