შსს თბილისში პოლონელი ოფიცრების დაჭრის ფაქტს ადასტურებს – გელა გელაძის უწყების ცნობით, დაჭრილია პოლონეთის სამი მოქალაქე.
პოლონური მედიის ცნობით, ოფიცრებს თავს დაესხნენ, “გეკას” უწყების ცნობით კი, შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მათი ცნობით, დაჭრის ბრალდებით ორი პირი – 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში არიან გადაყვანილნი.
2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პოლონური პრესის სააგენტომ გაავრცელა. ოფიცრებს თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ.
სასაზღვრო დაცვის მთავარსარდლის, ლეიტენანტ-პოლკოვნიკის, ანდჟეი იუჟვიაკის პრესმდივნის განცხადებით პოლონელ ოფიცრებს ოპერაცია დასჭირდათ.
კომენტარები