• რეკლამა
  • კონტაქტი
09:57, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რას არ გაიგებს ადამიანი, თურმე ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
00:01 07-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,246

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

,,რუსული კანონი, სახელად FARA

რას არ გაიგებს ადამიანი, თურმე ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს.

ეს კანონი აშშ-ს მოქალაქეებს ავალდებულებს, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ გვერდზე ატვირთოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ნებისმიერი კონტრაქტის დეტალები.

რუსები იმდენად ღრმად შეჭრილან ამერიკელებისათვის თავისი კანონის თავს მოხვევის პროცესში, რომ არა მხოლოდ ასეთ კონტრაქტებში დაფიქსირებული შინაარსი და კონკრეტული პირების თუ კომპანიების იდენტიფიცირება მოუთხოვიათ, არამედ თვითოეული ამ სუბიექტების მიერ მიღებულ თანხებსაც კაპიკ-კაპიკ უთვლიან. კარგი დედის შვილი ხარ და რაიმე დამალე.

დამალავ და მაშინვე ამერიკაში ჩანერგილი რუსული მაკონტროლებელი ორგანოები დაგადგებიან თავზე, ისეთ დღეში ჩაგაგდებენ, რუსული КГБ და ОБХС სანატრელი გაგიხდება.

აი,სად გათვალეს რუსებმა! ჯერ კიდევ ამ კანონის აშშ-ში შეპარების დროს, თითქმის 100 წლის წინ ფიქრობდნენ რუსი ბოლშევიკები, მოვიდოდა დრო და ამ კანონის მოთხოვნების შესრულების აუცილებლობა საქართველოში „ქართული ოცნების“ საფარქვეშ მოქმედ „რუსულ ოცნებას“ დაეხმარებოდა, რადგან გამოჩნდებოდა, რომ ამ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედი ქართული პატრიოტულ-ნეოლიბერალურ-დემოკრატიული ოპოზიციური ძალები თურმე საკუთარი ქვეყნის დასანქცირებისთვის ძალ-ღონეს და ფულს არ იშურებენ და ხან ვის ეხვეწებიან და ხან ვის, „დეიდებო, ბიძიებო, თქვენი მუხლების ჭირიმე, ისე დაასანქცირეთ ეს საქართველო, ევროპისკენ გახედვაც კი ვეღარ გაბედოს“-ო.

ყოჩაღ რუსებს და მათ კანონებს, 100 წლის წინათ აშშ-ში რუსების ძალისხმევით მიღებულმა კანონმა როგორი დახმარება გაუწია დღეს ქართულ „რუსულ ოცნებას“.

ვინმე თუ იკითხავს, რატომ ჰქვია აშშ-ს კანონს რუსულიო, შევახსენებთ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია იმ ძალებისგან, ვინც
ანტიდემოკრატიული რეჟიმის შემოქმედს „დემოკრატიის შუქურას“ ეძახის,

კომუნისტურ სტილში მოქალაქეების განკულაკებას – წარმატებულ რეფორმას,

პენიტენციური სისტემის ფაშისტური მეთოდებით მართვას – წესრიგის დამყარებას,

სასამართლოს სისტემის გაბახებას – მართლმსაჯულების პროგრესს,

მედიის ტერორს – თავისუფალი სიტყვის ზეიმს და ა. შ.

რაც მთავარია, ასეთები ქვეყნის შიგნით და გარეთ ამის შეცვლას ვერა დავერ ეგუებიან და ამ ყველაფრის შემოქმედი პერსონების, მეორადი საქონლის სახით კვლავ შემოჩეჩებას ცდილობენ და ისევ ისეთი სახელებით ნათლავენ. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ჭკუასუსტები გონიათ.
წმ. ანტონი დიდი წერდა: „დადგება ჟამი, როდესაც სამყაროს ისეთი შეშლილობა დაეუფლება, რომ შეშლილები გონიერებს უგუნურებად გამოაცხადებენ, საკუთარ თავს კი – გონიერებად“. სავარაუდოდ შეშლილებს ჰგონიათ, რომ ეს ჟამი უკვე მოსულია.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved