• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? – ვერაფერს ეს სტატია ვერ ამტკიცებს, იქ არსებული ყველაზე სკანდალური ”მტკიცებულება” არის ის, რომ BBC-ს ყავს ვიღაც ინფორმატორები…” – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
15:29 12-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174
პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი, ექიმი არჩილ მარშანია:
სამეცნიერო კვლევა, BBC, ჩვენ და ილია ჭავჭავაძე.
დიდმა ილია ჭავჭავაძემ ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჯერ კიდევ 1879 წელს დაარსა თავის თანმოაზრეებთან ერთად (et al).
მისი სახელი (ნეიმინგი ასევთქვათ – შენიშვნა ავტ.), ”ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” ისეთივე დიდებული იყო როგორც მისი მიზანი – კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა XIX საუკუნის საქართველოში.
უბალოდ ამჟამინდელი (და არამარტო!) მოვლენები, 2025 წელსაც აჩვენებს, რომ ამ გენიალური სახელიდან, ”გამავრცელებელი” მაინცდამაინც დიდი ეფექტურობით ვერ გამოირჩა, რადგან BBC-ზე და სამეცნიერო კვლევაზე, ისმის შეკითხვები, თუმცა წამკითხავი არავინ არალი (შეშა ვერ ჩამაიტანენ).
✨️გადავწვიტე, რომ ეს უმძიმესი ხვედრი, ჩემს თავზე ამეღო…
ავდექი, არც ვაციე (და აქვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ვაცხელე!) და წავიკითხე!
შედეგად გთავაზობთ ხშირად დასმულ შეკითხვებსა და მასზედ პასუხებს:
💠კვლევა
🟥არის თუ არა კვლევა გასაიდუმლოებული?
🟩არა, იხ. ლინკი:
https://www.sciencedirect.com/…/arti…/pii/S2214750025002859…
🟥რას ამტკიცებს ეს კვლევა?
🟩კვლევა არაფერს ამტკიცებს, არის მიმოხილვითი მცირე ზომის კვლევა.
🟥რა ლიმიტირებები აქვს კვლევას?
🟩 კვლევის ლიმიტირებებია:
– მცირე ზომის ობზერვაციული კვლევაა და შერჩეული დაზარალებულების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო მონაწილეობა (347დან 69-მ მიიღო მონაწილეობა)
– არ არის ბეიზლაინი კარდიოგრამები (სხვანაირად რომ ვთქვათ, შეუძლებელია გადაჭრით თქმა, ეს დარღვევები ცრემლსადენი გაზით იყო გამოწვეული თუ ისედაც ქონდათ მონაწილეებს ადრე)
– კონტროლის ჯგუფი გაცილებით პატარაა (31)
– არსებობს სხვა ფაქტორებიც, ასაკი, ქრონიკული დაავადებების არსებობა, მედიკამენტები, სოციო-ეკონომიკური სტრესის გავლენა, მედიკამნეტები, ჰაერის დაბინძურება და ა.შ.
– კონკრეტული კონცენტრაციები რა დოზით მიეწოდა და რომელი აგენტი, ვერ განისაზღვრება (ცრემლსადენი გაზი vs პეპერ სპრეი)
– გარემოს ობიექტური დათვალიერება და გრძელ ვადაში დაკვირვება არ არის ( ჰაერის ან მყარი ზედაპირების გამოკვლევა)
– p-value -ს გამოთვლაში ერთგან სავარაუდოდ შეცდომაა. (χ²(3) = 0.85, p = .012) p წესით არის ≈ 0.84 და არა 0,012.
და ა.შ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კვლევის სამეცნიერო სარწმუნოება შეიძლება შეფასდეს როგორც – ძალიან დაბალი.
ზუსტად კვლევის ლიმიტირებების და მეთოდოლოგიის გათვალისწინბით, თავად მკვლევარებიც დასკვნაში არაფერს მტკიცებით ფორმაში არ წერენ და გამოთქვამენ აზრს ასოცირებაზე და არა მიზეზ-შედეგობრივ მტკიცებულებაზე.
🟥რა არის მისი დასკვნა?
🟩დასკვნა ამბობს, რომ ცრემლსადენი გაზი ასოცირებულია ეკგ ცვლილებებთან და საჭიროა გრძელვადიანი კვლევები ამ საკითხზე.
🟥კვლევაში განხილულია თუ არა, რომელიმე აკრძალული ნივთიერება?
🟩არა.
💠BBC
🟥არის თუ არა BBC-ს სტატია გასაიდუმლოებული?
🟩არა, იხ. ლინკი: https://www.bbc.com/news/articles/czrk7g50e1po…
🟥რას ამტკიცებს BBC-ს სტატია?
🟩ვერაფერს ეს სტატია ვერ ამტკიცებს, იქ არსებული ყველაზე სკანდალური ”მტკიცებულება” არის ის, რომ BBC-ს ყავს ვიღაც ინფორმატორები (”Several high-level whistleblowers”) რომლებიც თითქოს დაეხმარნენ ინფორმაციის მოძიებში და ნახეს ნივთიერებების ჩამონათვალი.
თუმცა ეს ინფორმაციაც ზოგადია და არაფერს კონკრეტულს არ შეიცავს, ერთ-ერთი კოდი (UN3439) არის ზოგადი, რომელიც ბევრ ქიმიურ ნივთიერებას მიესადაგება, ქოლგა ტერმინია და ერთ-ერთი შეიძლება იყოს კამიტიო.
ხოდა მერე ვიღაც, ტოქსიკოლოგი პროფესორი კრისტოფერი, ამ ყველაფერზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს რომ კი, კამიტს მიესადაგებაო.
სტატიის ავტორი, იქვე თავადვე აღნიშნავს, რომ ეს სპეკულაციაა/ვარაუდი (”He speculated it would have been used because it would act as a strong deterrent.”)
თუმცა სტატია ისეთი სათაურით იწყება, რომ თუ არ წაიკითხავ, შეიძლება გეგონოს, რომ რაღაც მყარ მტკიცებულებებზეა აწყობილი.
💠დასკვნა
🟥ამ ყველაფერზე დაყრდნობით, საერთო ჯამში, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ არსებობს მყარი, ობიექტური მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დემონსტრაციების დაშლისას გამოიყენეს აკრძალული ნივთიერება კამიტი?
🟩არა, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ არსებობს არანაირი მყარი და ობიექტური მტკიცებულება იმის, რომ საქარველოში დემონსტრაციების დაშლისას გამოყენებული იქნა აკრძალული ნივთიერება კამიტი.
✨️ეს პოსტი ეყრდნობა ზემოთ დალინკულ ორ წყაროს და 1879 წელს დაწყებული დიადი საქმის გამო, ჩემში განვითარებულ, სუბიექტურ, წერა-კითხვის უნარებს და არ არის აუცილებელი ყველასთვის წარმოადგენდეს ობიექტურ ჭეშმარიტებას.
არაფრის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved