• რეკლამა
  • კონტაქტი
04:42, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობს სუსი ოკუპანეტის მიერ ბავშვების გატაცებაზე?

ალია ავტორი - ალია
19:40 09-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,528

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 ბავშვი გაიტაცეს.

ერთ-ერთი გატაცებულის მამა ბესო სიდამონიძე ამბობს, რომ გატაცებულთა ასაკი 10 წელს არ აღემატება.

უცნობია, როგორ მოხდა, რომ მედიამ დაასწრო მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ეს პირველ რიგში, სწორედ მისი მოვალეობაა!

უცნობია, რამდენად სწორია ინფორმაცია გატაცებულთა შესახებ, მართლა ოთხია, თუ მეტი? იქნებ, ნაკლები?

უცნობია ოთხივე ბავშვის ზუსტი ასაკი.

უცნობია გატაცებაში რამდენი პირი მონაწილეობდა, გატაცების ზუსტი დრო, უცნობია, მათ გამოსახსნელად რა სახის ნაბიჯები გადაიდგა და საერთოდ გადაიდგა, თუ არა.

უცნობია, ამ წამს, იმ სოფელში, საიდანაც მოხდა გატაცება, ჩასულია თუა არა, ვინმე, რამდენიმე ადამიანი მაინც, რომელიმე ძალოვანი უწყებიდან მაინც.

რას ამბობს სუსი? – ა რ ა ფ ე რ ს!

სუსის საიტსა და სოც. ქსელში ბოლო განცხადებად იძებნება ის, სუსის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი როგორ წარუდგინა და როგორ გაამახვილა ყურადღება “თვისობრივ გაძლიერებაზე”, ოღონდ, კითხვა რომ დავსვათ რას მოიაზრებს “თვისობრივი გაძლიერება”, არავინ იცის, გვიპასუხებენ, თუ არა და რას გვიპასუხებენ.

წესით, სუსმა ჩვენზე უკეთ იცოდეს, რომ ინფორმაციის დამალვა და საზოგადოების დროულად არ ინფორმირებაა სწორედ პანიკის მთავარი წყარო.

დღეს, 2025 წლის, 27 სექტემბერს, მხოლოდ ის ვიცით, ამ ეტაპზე, რომ მედიამ დაასწრო სუსს ინფორმაციის გავრცელება ოკუპანტების მიერ ბავშვების გატაცებაზე და სუსის ოფიციალურ გვერდებზე კი, არანაირი ინფორმაცია ამ წუთამდე, ინფორმაციის გავრცელების მერეც კი არ არ იძებნება!

მასალის განახლება:

რამდენიმე წუთის წინ, “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუსმა მათ კითხვას უპასუხა და თქვა:”ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან”.

განცხადება სუსს ამ წუთამდე არ გაუვრეცელებია და რაც გატაცების, არც ბავშვების დაბრუნების დეტალებზე ისევ არაა საზოგადოება და მედია ინფორმირებული, ისევე, როგორც უცნობია, რატომ არ დაუბრუნდნენ ბავშვები ოჯახებს და იმედია, არ გადაწყვიტეს, რომ ისინი კანონიერი წარმომადგენლების გარეშე დაკითხონ?!

ოკუპანტებმა ქარელიდან 4 ბავშვი გაიტაცეს – “ფორმულა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney
ახალი ამბები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

16:48 02-25-2026
სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

15:42 02-25-2026
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
ახალი ამბები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

14:53 02-25-2026
ლიბერთის Top|Card 2 წლისაა
ახალი ამბები

ლიბერთის Top|Card 2 წლისაა

14:38 02-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved