შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელ ბადრი ესებუაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბადრი ესებუას საერთაშორისო ძებნილად გამოცხადება, გომელაურმა უპასუხა: გამოვაცხადებთ ალბათ“.
„ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა და ხდება. ძებნილად გამოცხადებაზე მიდის მუშაობა. მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიდის. აუცილებლად გაცნობებთ, როგორც კი დავაკავებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, არასწორია შეფასება, რომ ქვეყანაში კრიმინალი გახშირდა.
„სად გახშირდა, აბა, მითხარით. ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ეს ადამიანი. გახშირდა არის ათი და ოცი რომ მოხდება. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა და ხდება. ხელყუმბარით შევარდნის ფაქტს რაც შეეხება, დავაკავეთ ეს ადამიანი, რა თქმა უნდა“
წყარო – 1 ტვ
“ალია” იძულებულია, ამჯერადაც განმარტოს მინისტრის განცხადება და შეგახსენოთ, ადამიანს, რომელზედაც შს მინისტრი ამბობს, რომ “ხელყუმბარიანი პირი დააკავა”, ხელში სანთებელა ეჭირა, როგორც ადვოკატები ჰყვებიან და ხელყუმბარიანი (თუ ისიც სანთებელით არ იყო შეიარაღებული) ესებუა, არავის დაუკავებია ჯერ!
შს მინისტრმა დღე, წარმატებით დასრულებული საქმის და 2 ადამიანის დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება, რასაც მოჰყვა კითხვები ბადრი ესებუაზე, თუმცა, როგორც თქვენც მიხვდებოდით, ამ კითხვებზე საპასუხოდ, მინისტრი, რბილად რომ ვთქვათ, მზად არ იყო.
შს მინისტრის თქმით, ბადრი ესებუას ადგილმდებარეობის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიდის! ადგილმდებარეობა რომ არ იცი და თან დაკავებას გეგმავ, ვერ არის კარგი ამბავი, მინისტრო, მაგრამ თქვენ უკეთ იცით.
კომენტარები