• რეკლამა
  • კონტაქტი
01:59, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობს კორონავირუსის შესახებ რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ექსპერტი?!

ალია ავტორი - ალია
00:42 05-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“ალიას” ექსკლუზიური ინტერვიუ რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ექსპერტთან, ვიცე–პოლკოვნიკთან ელგუჯა ურუშაძესთან:

– ბატონო ელგუჯა, მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა. არსებობს სერიოზული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ეს ვირუსი ხელოვნურია, შექმნილია ლაბორატორიაში და მიზანმიმართულად არის გავრცელებული. თუ მართალია, ეს უკვე ბიოტერორიზმია, შესაძლოა, ბიოლოგიური ომიც. მაინტერესებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ასეთ შემთხვევებში, ბიოლოგიური ტერორიზმის, ბიოლოგიური ომის შემთხვევაში, თავდაცვის რა რესურსები გააჩნია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსების მხრივ? ბარემ, თუ შესაძლებელია, აქვე გავაერთიანოთ, ქიმიური იარაღისგან თავდაცვის რა შესაძლებლობები გვაქვს?


– კი, ბატონო, გავაერთიანოთ და ისე განვიხილოთ, რადგან ეს ორივე იარაღი, მასობრივი დაზიანების იარაღია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო–ს წევრ სხვა ქვეყნებში, არსებობს მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის სპეციალური სკოლები, უზარმაზარი ინფრასტრუქტურითა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით. იმ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა ამ შესაძლო საფრთხეს. ჩვენთან ქიმიური სპეციალობა შეფარებული იყო სამხედრო–საინჟინრო სკოლას. ეს უკვე დარღვევაა, ქიმიური სპეციალობა ცალკე უნდა იყოს. სამხედრო ქიმია აკადემიაში უნდა იკითხებოდეს, როგორც სპეციალობა და ადრე ასეც იყო. ახლა აღარ იკითხება. რომ არ დაიბნეთ, განგიმარტავთ. ადრე იყო გაერთიანებული სამხედრო აკადემია და ეს აკადემია მრავალპროფილური იყო, იქ ვმუშაობდი და ვკითხულობდი ლექციებს. ეს იყო შევარდნაძის პერიოდში. შემდეგ, შეიქმნა სამხედრო–საინჟინრო სკოლა და მე უკვე იქ ვკითხულობდი ლექციებს, იქიდან გამომიშვეს. სამხედრო აკადემია კი დარჩა, მაგრამ ის ამზადებს მხოლოდ მენეჯერებს, კონკრეტული მიმართულებების სპეციალისტებს აღარ ამზადებს. თუნდაც, მასობრივი დაზიანების იარაღის სპეციალისტებს. სამხედრო საგნები მეათეხარისხოვანია, სამაგიეროდ გაძლიერებულად ასწავლიან მათემატიკას, ბუნების დაცვასა და სხვა სამოქალაქო საგნებს. თუ სპეციალისტები არ გყავს, არ გყავს ამ მიმართულებებისა, სამხედრო აკადემიას რომ დაამთავრებენ, ის ხალხი ვისი მეთაური უნდა იყოს? ოფიცერი რომ გახდეს ჯარისკაცი, მას 4–5 წელი მაინც უნდა და აკადემია პირდაპირ მენეჯერებს უშვებს. ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს, მასობრივი დაზიანების საფრთხე რომ შეგვექმნას, არც კადრები გვყავს და არც შესაბამისი იარაღი და ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა რომ დავიცვათ. ჩემს გარდა, მასობრივი დაზიანების იარაღის მცოდნე რამდენიმე კომპეტენტური სპეციალისტი გაუშვეს შეიარაღებული ძალებიდან.


– თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადას ხომ ჰყავს რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული?


– მერე ერთი ასეული საკმარისია? სამხედრო წესდების თანახმად, ყველა სახის დანაყოფში ქიმიკოსი უნდა იყოს – ოცეულშიც, ასეულშიც, ბატალიონშიც, ბრიგადაშიც. სამხედრო ქიმია, შესაბამისად, ბიოლოგია და მასობრივი დაზიანების ყველა საფრთხის შესახებ, უნდა იცოდეს ტანკისტმაც, არტილერისტმაც და ყველამ. მათ არა მარტო თეორიულად უნდა იცოდნენ, შესაბამისი წვრთნებიც უნდა ჰქონდეთ გავლილი, როგორც ეს ნატო–ს წევრ და სხვა განვითარებულ ქვეყნებშია. ამ ასეულიდან პენსიაში რომ გავიდეს ვინმე, ან მიატოვოს ადამიანმა სამსახური, ან გაუშვან შეიარაღებული ძალებიდან, ის ვინ უნდა ჩაანაცვლოს? ახალმა კადრმა, რომელსაც სამხედრო ქიმია უდიპლომო გია მახარაძემ „ასწავლა“. არ გამოვრიცხავ, რომ მახარაძის „ნასწავლი“ კადრები უკვე არიან ამ ასეულში. ხვდებით, რა დღეში ვართ? ხედავთ, სად არიან ამ მხრივ განვითარებული ქვეყნები და ჩვენ სად ვართ? ამ დროს ჩვენ, ამ დარგის სპეციალისტები, გაგვყარა ლევან იზორიამ და მისმა კლანმა, რომ თავად აეღოთ პრემიები და სახელფასო დანამატები, დააკონსერვა ავიაცია, ჯარიდან გაყარა 3500 პროფესიონალი, აქედან 2000 ომის ვეტერანი. ლევან იზორია არის ქართული შეიარაღებული ძალების მტერი, დაუძინებელი მტერი, რომლის მსგავსიც ჩვენს ჯარს არ ყოლია. იმის ნაცვლად რომ დაესაჯათ, ადგენენ და გერმანიაში დანიშნეს ელჩად.


– თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, რომ კორონავირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი?


– ჩემი აზრით, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის მიღწევები არანაკლებ შეშფოთების საფუძველს იძლევა ბიოლოგიურ იარაღთან მიმართებაში. მეცნიერებმა უკვე მიაკვლიეს არსებული პათოგენური მიკრობებისა გენეტიკური სახეცვლილების წესებს, მათი დამაზიანებელი მოქმედების გაზრდისა და გამოყენების გაადვილების მიზნით. მაგალითად, მე ვიცი, რომ მათ ისწავლეს უვნებელი მიკროორგანიზმების გენმოდიფიცირება ისე, რომ ტოქსინები გამოიმუშაოს. ასევე, შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ შეუძლებელი გახდეს მათი აღმოჩენა დღემდე არსებული მეთოდებით. მოკლედ, დაამზადებ ბიოლოგიურ იარაღს, გაავრცელებ და ვერავინ ვერ აღმოაჩენს, რომ ის ხელოვნურად დამზადებულია. ასევე, შეიძლება ვაქცინების, ანტიბიოტიკებისა და მკურნალობის მეთოდების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების მიღება. მაგალითად, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ბევრი მეცნიერი გაიქცა აქედან უცხოეთში. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ შეისწავლეს შავი ჭირის გამომწვევი ისეთი ფორმის კულტივირება, რომელიც მდგრადი იყო 16 ანტიბიოტიკის მიმართ. ბიოლოგიური და გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ, ახალ–ახალი სივრცეები იხსნება ამ ბიოლოგიურ იარაღთან მიმართებაში. შეცვლიან ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკურ კოდს და შეუძლიათ ბიოლოგიური იარაღის ახალი, დამანგრეველი ძალის სახეობების შექმნა, რაც იქნება კატასტროფა. მომავალში შეუძლიათ კიდევ უფრო ვერაგი ბიოლოგიური იარაღები დაამზადონ. მაგალითად ისეთები, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას მწყობრიდან გამოიყვანენ, ადამიანი უძლური გახდება ნაკლებად საშიში ინფექციების მიმართ, რომელთაც დღეს უპრობლემოდ უმკლავდებიან. უკიდურეს შემთხვევაში, ანტიბიოტიკებისა და სხვა ჩვეულებრივი მედიკამენტების მეშვეობით. შემდეგ ვინ დაამტკიცებს, რომ ეს ვირუსები ბუნებრივი, გენეტიკური მუტაციის შედეგად წარმოიქმნენ თუ მოწინააღმდეგის ლაბორატორიაში დაამზადეს? კორონავირუსზეც იმავეს ვიტყვი. ძნელია, დაამტკიცო, მუტაციის შედეგად წარმოიშვა თუ ლაბორატორიაში შექმნეს. თეორიულადაც კი ძნელია ამის დამტკიცება. მეტსაც გეტყვით. მომავალში, შესაძლებელია დაამზადონ ისეთი ბიოლოგიური იარაღი, რომლის მოქმედების პროგნოზირება და კონტროლი იქნება იოლი, შედეგები კი მომაკვდინებელი. დავუშვათ, პათოგენური მიკროორგანიზმები, ვირუსები, ბაქტერიები ისე დაპროგრამდეს, რომ ისინი უჯრედული გაყოფის განსაზღვრულ ეტაპზე დაიღუპონ. გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, მათ შეეძლებათ მოკლან მსხვერპლი და გაქრნენ. ვერასდროს ვერავინ გაიგებს, რომელმა მიკროორგანიზმმა მოკლა ეს ადამიანი. შესაძლოა დამზადდეს ისეთი იარაღი, რომელიც ერთი რასის ან ერთი ეროვნების ადამიანს გაანადგურებს და სხვებს არაფერს დაუშავებს. შესაძლოა, დამზადდეს ისეთი მცენარე, რომელიც ადამიანს არ მოკლავს, მაგრამ მას უნაყოფო გახდის. მაგალითად, ხორბალი ან სიმინდი. გენური ინჟინერია იძლევა ამის საშუალებას.
ქიმიური იარაღის დამზადებას ქარხანა და დიდი ფინანსური რესურსების სჭირდება, ბიოლოგიური იარაღის ფარული დამზადება კი ბევრად იოლია, ერთ პატარა ლაბორატორიაში შეიძლება მისი დამზადება, ძალიან იაფია. ქიმიურ იარაღთან შედარებით, მისი გავრცელებაც ბევრად იოლია. ამერიკის ჯონ ჰოპკისნის სახელობის სამოქალაქო მოსახლეობის ბიოლოგიური იარაღისგან დაცვის ცენტრის მონაცემებით, 1კვ. კილომეტრზე, ნამდვილი ომის შემთხვევაში მშვიდობიანი მოსახლების განადგურება ჩვეულებრივი იარაღით ჯდება 5 000 დოლარი, ბირთვული იარაღით ჯდება 2 000 დოლარი, ხოლო ბიოლოგიური იარაღით 2 დოლარი და 50 ცენტი – 2.5 დოლარი. ბიოლოგიური იარაღის გავრცელებას არ სჭირდება სპეციფიკური ცოდნა და არც რაიმე სახის დანადგარი ან, სხვა საშუალებები. თუ ჩვენ ბიოტერორიზმზე ვისაუბრებთ, გადამდები მომაკვდინებელი ვირუსით დაავადებული ერთადერთი ტერორისტი უკვე მასობრივი მკვლელია და მას შეუძლია მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის გამოწვევა. არ გამოვრიცხავ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად იყოს დამზადებული, მაგრამ ამის გარკვევა შეუძლებლად მიმაჩნია. ერთადერთი გზა ამის დასამტკიცებლად ის არის, რომ ვინც დაამზადა, მათ ეს ფაქტი აღიარონ და გაშიფრონ სქემა, როგორ დაამზადეს ვირუსი.

ლევან ჯავახიშვილი

ალია №15

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved