• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობს კობახიძე სულხან–საბა ორბელიანზე და როგორ გაუგია მისი ნაბიჯები დიპლომატიაში?

ალია ავტორი - ალია
15:45 11-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,157

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველო რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით, წამყვანი სახელმწიფოა.

ამის შესახებ მან დიპლომატების დღეზე ისაუბრა და თქვა, რომ პროგრესში, რომელიც მისი მტკიცებით, “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა,  ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია.

„დიპლომატის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა და სიმბოლურია, რომ ეს დღე გამოჩენილი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება, რომლის საქმიანობამაც ქართული დიპლომატიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. წლევანდელი ღონისძიება პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და გამორჩეული დიპლომატის, აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიპლომატები სწორედ ამ მოღვაწეთა მაგალითის მიხედვით აგრძელებდეთ ღირსეულ სამსახურს, ემსახურებოდეთ საქართველოს ინტერესებს, დაიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და განამტკიცოთ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო და რჩება დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა და განვითარება. ეს არის პასუხი ჩვენი სახელმწიფოს ყველა გამოწვევაზე. საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია.

გასული 5 წელი და განსაკუთრებით გასული 3 წელიწადი იყო უამრავი გამოწვევით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ვითარებაში ქართველი დიპლომატების როლი იყო განსაკუთრებული. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრინციპულად და ამაყად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თითოეულ ელჩს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღეს, მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved