„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის შესახებ ინფორმაციას, საზოგადოება მედიის საშუალებით შეიტყობს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის არჩეული მერია და საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზეა ორიენტირებული.
„საკუთარ თავზე ვილაპარაკებ. მე ვარ დედაქალაქის მერი, მოსახლეობის უმრავლესობამ 2017 წელს ამირჩია და მაქვს პასუხისმგებლობა.
ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, ვინ იქნებიან წევრები, მაჟორიტარობის კანდიდატები, გაიგებს სრულიად საქართველო, ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები