• რეკლამა
  • კონტაქტი
23:15, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობს ჩინეთი ჩინურ ვაქცინაზე? – “უსაყვედურეს – დიდი ბოდიში, მაგრამ საკუთარ მოსახლეობას არ ცრი და სხვებს რატომ აძლევო” – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
20:53 04-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.

-დღეს ერთმა ექიმმა თქვა, რომ ჩინეთი აპირებს მოსახლეობის 40 პროცენტი აცრა – თუმცა, ძალიან უცნაურია, თვეებია უკვე სხვა ქვეყნებზე საკმაოდ ძვირად ყიდის თავის ვაქცინას (თურქეთი, აზერბაიჯანი, აზიის ქვეყნები, საემიროები) და თავისი მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტი ჰყავს აცრილი 2020 წლის ივლისიდან დღემდე. რა შეიცვალა?

-იმიტომ დაიწყო ფიქრი ვაქცინაციაზე, რომ ბევრმა ქვეყანამ  უსაყვედურა – დიდი ბოდიში, მაგრამ, რომ ცდილობ ჩინური ვაქცინის სხვა ქვეყნებში შეტანას, საკუთარ მოსახლეობას არ ცრი და სხვებს რატომ აძლევო. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ, იმათაც იფიქრეს, მოდი, ავცრათ. თუმცა, ძალიან საინტერესო რამ უნდა გითხრათ, დღეს გამოვიდა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი და განაცხადა, ეჭვები გაგვიჩნდა და შესაძლებელია, ჩინური ვაქცინები არ არის ისეთი  ეფექტური, როგორიც გვეგონაო!

-ანუ, ის სინოფარმა და სინოვაკი საქართველოში რომ უნდა დავასაწყობოდ, შესაძლოა არ იყოს ისეთი ეფექტური?

-დიახ. არ ვიცი, ეს თქვა იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მაინც გამოაშაკრავდება რეალური ეფექტურობა, თუ იმის გამო თქვა, რომ ამ „ასტრაზენეკას“ და ჯონსონი და ჯონსონის“ შეთხვევების შედეგ, კიდევ უფრო მკაცრდება მონიტორინგი და იფიქრეს, ჩვენ ვაქცინებსაც შეისწავლიანო. ასე უეცრად გამოვიდა და თქვა, სამწუხაროდ, ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდა ჩვენი ვაქიცნები როგორიც გვეგონაო, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, დამატებით მესამე დოზაზე, ან ხომ არ ავურიოთ, ერთი დოზა ერთი ვაქცინით გავაკეთოთ და მეორე დოზა მეორე ვაქცინით, იქნებ აიწიოს ეფექტურობამო.

-ეფექტურობაზე გააკეთა მხოლოდ აქცენტი? გვერდით მოვლენებზე არა?

-დიახ, მხოლოდ ეფექტურობაზე. ისედაც ყოველთვის იძახდა, ჩინურ ვაქცინას დაცვა აქვს 70 პროცენტამდე, თუმცა, ახლა ამბობს, შესაძლოა უფრო შემცირდეს ეს პროცენტიო. ფაქტი იმისა, რომ ჩინეთმა თავად გააკეთა ასეთი განცხადება, ეს უკვე რაღაცის მთქმელია და ძალიან დამაფიქრებელია. რაც შეხება გვერდით მოვლენებს, არაფერი სერიოზული არ წერია და მეტი სხვა მონაცემი არ გვაქვს, არც ერთი შემთხვევა ალერგიული რეაქციისაც კი არ არის ცნობილი. როგორც წინაზე გითხარით, სწორედ ამიტომ იწვევს ეჭვს! ჩინური ვაქცინა არის ინაქტივირებული კორონავირუსის ვაქცინები. ასევე, ჩინეთმა დღეს ისიც განაცხადა, როგორც ჩანს, ყველაზე ეფექტური არის ახალი, რნმ მეთოდით დამზადებული ვაქცინები, მოდერნა და ფაიზერი, ამიტომ შეიძლება ჩვენც იმაზე დავიწყოთ ფიქრი, რომ ამ მეთოდით ხომ არ გავაკეთოთ ვაქცინაო.

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved