უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Diia-ს სამიტზე გამოსვლისას ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება დაანონსა და თქვა:
უკრაინაში გაზაფხულზე ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიხედვით, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, საჩუქრად სმარტფონს და ინტერნეტის შეღავათიან პაკეტს მიიღებენ. ხარისხიანი ინტერნეტით, ქვეყნის ყველა კუთხეში, ასაკის განურჩევლად, ნებისმიერი მოქალაქე უნდა სარგებლობდეს.
კომენტარები