პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვას ეხმაურება.
მისი თქმით, მგზავრობის საფასური გაორმაგდა, რაც მოქალაქეებს მძიმე ტვირტად დააწვება.
“რანაირად გაიაფდება, გადაიხადეთ აბა! პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს. მითუმეტეს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს.
კალაძის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული არის, რომ მარშრუტკები დატოვა. მაფიოზია ერთი, მაქაცარია, რომლისაც არის მარშრუტკები. სამარცხვინო ტრანსპორტია, რომელსაც გაჩერება საერთოდ არ აქვს. ჩვენს ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ მაქაცარია გახდეს კიდევ უფრო მდიდარი. გახდეს მდიდარი, მაგრამ ჩვენს ხარჯზე ნუ ხდება.
რა მუნიციპალური ტრანსპორტია დღეს თბილისში? – მეტრო, ავტობუსი და მარშრუტკა, ეს მარშრუტკები აფუჭებს ყველაფერს. მარშრუტკების გამო არის, რომ გაძვირდა. გაგვიორმაგდა ეს ფასი. პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაორმაგდება. გილოცავთ! წინასაახალწლოდ ძალიან მაგარია ეს ამბავი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.
კომენტარები