ჯგუფი Rammstein-ის სოლისტი ტილ ლინდემანი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამჟამად მუსიკოსი ბერლინის ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
ცნობისთვის, გერმანელი სოლისტი მარტში მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე კონცერტი გამართა.
ბოლო მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსით 47,278 ადამიანია დაინფიცირებული, ამათგან 281 გარდაიცვალა, 5,673 კი განიკურნა.
პრაიმტაიმი
კომენტარები