• რეკლამა
  • კონტაქტი
13:58, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენს ხარჯავენ რეკლამებში პოლიტიკოსები – ISFED-ის მიმოხილვა მეტას პლატფორმებზე

ალია ავტორი - ალია
17:17 02-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), მეტას პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმაზე განთავსებული რეკლამების რაოდენობა, მათი განმთავსებლებისა და დანახარჯების კვარტალური მიმოხილვა წარმოადგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 2 927-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვი. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 113 606 დოლარით მეტი წინა კვარტლის დანახარჯებზე.

ISFED-მა გამოაქვეყნა იმ გვერდების სია, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა განათავსეს.

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე დიდი დანახარჯების მქონე გვერდები იყო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქართული ოცნება, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი ვაშაძე, ტვ იმედი, რა კეთდება და საქართველოს მთავრობა.

ISFED-ზე დაყრდნობით, წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა ქართული ოცნების ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯები. მმართველი პარტიის ფეისბუქგვერდზე რეკლამების უმეტესობა ირაკლი კობახიძის განცხადებებს, ბრიფინგებს, ვიზიტებსა და შეხვედრებს მიეძღვნა.

წინა კვარტალთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის, ფეისბუქ გვერდის სარეკლამო დანახარჯებიც. ვაშაძის ფეისბუქგვერდზე განთავსებული რეკლამების უმრავლესობა მის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ პოსტებს შეეხებოდა.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე არანაკლებ 91 063 და არაუმეტეს 94 528 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, ქართულმა ოცნებამ და მისმა წარმომადგენლებმა რეკლამებში უფრო მეტი თანხა (49 743-დან 50 832 აშშ დოლარამდე) დახარჯეს, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ და მათმა წარმომადგენლებმა ერთად აღებული (41 320-დან 43 696-მდე აშშ დოლარი).

პარტიების უმრავლესობამ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში რეკლამებში უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე წინა კვარტალში. მათ შორის, გაორმაგდა სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოს ხარჯები. სიახლეს წარმოადგენს პარტიებს შორის სარეკლამო დანახარჯებით მეოთხე ადგილზე მყოფი პოლიტიკური გაერთიანება თაობები საქართველოსთვის, რომელიც 2023 წლის ივნისში დარეგისტრირდა. აღნიშნული გაერთიანება ბიზნესმენმა და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა, შოთა შალელაშვილმა, დააფუძნა. შალელაშვილი პარლამენტში 2016 წელს ქართული ოცნების პარტიული სიით შევიდა, თუმცა საქართველოს პარლამენტი 2019 წელს, ვადაზე ადრე, დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved