• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენჯერ წააგეს ბირთვულმა სახელმწიფოებმა ომი და რატომ? – “ეს ყველაფერი 3-4 წელიწადში რომ მოესწროს, ინდური ფილმის მსგავსი ოპტიმისტური სცენარია” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
18:02 05-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“ბირთვულმა სახელმწიფომ – ამერიკამ – ორჯერ წააგო და ერთხელ ვერ მოიგო ომი. ვერმოგებული იყო კორეაში, წაგებულები ვიეტნამსა და ავღანეთში.
სსრკ-მ და მისმა მემკვიდრე რუსეთმა ორჯერ წააგო ომი. ერთხელ ავღანეთში და მეორედ ჩეჩნეთში.
ბირთვული სახელმწიფო ჩინეთი არ იყენებს ბირთვულ ბომბს ტაივანის წინააღმდეგ და უწევს, მისი გაგებით, სეპარატიზმთან შეგუება.
სამხედრო თვალსაზრისით, ნებისმიერ ზემოხსენებულ ომს მოიგებდა ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ არ გამოუყენებიათ. კორეაში იყო ამაზე ფიქრი, მაგრამ პრეზიდენტმა ტრუმენმა დაბლოკა.
თუ ეს ყველაფერი ასეა, თქვენ იკითხავთ, აბა რატომ უნდა გამოიყენოს რუსეთმა ბომბი უკრაინაში?
აქ ერთი მთავარი არგუმენტია: ავღანეთში, ვიეტნამსა და კორეაში მარცხი აშშ-ს დემოკრატიულ სისტემას არ უქმნიდა ეგზისტენციურ საფრთხეს. ომი დამთავრდა და ამერიკამ ჩვეულებრივ განაგრძო არსებობა.
არც ავღანეთსა და ჩეჩნეთს დაუყენებია საბჭოთა და რუსეთის იმპერიები საარსებო საფრთხის წინაშე.
არც ჩინეთის კომპარტია აპირებს ჩამოშლას ტაივანის დამოუკიდებლობის გამო.
მაგრამ! რუსეთის სრულფასოვანი მარცხი უკრაინაში, ყირიმის დაკარგვით, გამოიწვევს დომინოს ეფექტს: დნესტრისპირეთის დაკარგვა, ბელარუსში პროდასავლური რევოლუცია, სამხრეთ კავკასიაში სულ მცირე აზერბაიჯანის სამხედრო გააქტიურება, რუსეთში შიდა კრიზისი და სისტემის კასტრაცია. ეს სულ მინიმუმ. ეს ტალღა რუსული ეკონომიკის ფილტვებსაც შეიძლება შეეხოს ცენტრალურ აზიაში.
ამის პარალელურად, წარმატებული და გამარჯვებული უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ფონზე გაკოტრებული რუსეთი ნიშნავს იმპერიისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს. ამას პუტინი არ იგონებს, ეს მართლა ასეა.
ამისგან თავის არიდებას გულისხმობდა მაკრონი, როცა მისთვის სახის შენარჩუნებაზე საუბრობდა. რასაკვირველია, ზელენსკი ამას არ დათანხმდება და ამიტომ თქვა მან საჯაროდ, რომ მეორედ აღარავინ გაუმეოროს.
გარდა ამისა, არც ტრუმენს, არც ეიზენჰაუერს, არც ნიქსონს, არც ბრეჟნევს, არც გორბაჩოვს და არც ელცინს არ მიაჩნდათ თავიანთი სიცოცხლის მისიად ზემოხსენებული წაგებული ომების მოგება.
ყველაფრიდან იკვეთება, რომ პუტინს ასეთი მისიის განცდა აქვს უკრაინაში. მთელი მისი ცხოვრება ამ ომის მომზადებას ემსახურებოდა და ისიც ჩანს რომ ცხოვრების ბოლო წლები არ სურს მშვიდობას დაუთმოს.
როდესაც პოლიტიკოსს აქვს მისიის განცდა, იქ კონტრარგუმენტი ძნელი მოსაძიებელია.
მსოფლიოს არ აქვს პრაქტიკა, როდესაც ბირთვულ სახელმწიფოს საფრთხეების ისეთი ეგზისტენციური პერცეფცია აქვს, როგორიც დღეს რუსეთს.
ამიტომ, რეალობა არ იცვლება: ცივილიზებულ კაცობრიობას არ შეუძლია მეცხრამეტე საუკუნის იმპერიალისტურ ხედვებთან ომის წაგება. ეს ცივილიზაციის ერთი ასწლეულით უკან დახევას ნიშნავს. მეორე მხრივ, არც ბრძოლის ველზე ფორსირებული სამხედრო წარმატება შეუძლია, რეალური ბირთვული საფრთხის გამო.
ამიტომ, არჩევანი არ არის: ცვლილებები უნდა მოხდეს რუსეთის შიგნით და ამის საჭიროება რუსებმა ყველა დონეზე უნდა იგრძნონ შიგნით. ხანგრძლივ სამხედრო ჭაობში ჩაფლობა და წარმატების პერსპექტივის არქონა; სრული ემბარგო რუსულ ენერგო და სხვა პროდუქტებს; ქვეყნის გაკოტრება და ომის წარმოების შეუძლებლობა ეკონომიკური თვალსაზრისით; პუტინის მიყვანა ფართომასშტაბიან სამხედრო მობილიზაციამდე, რათა ომის სუსხი და უპერსპექტივობა რუსეთის ყველა დასახლებულ პუნქტში შევიდეს.
ეს ყველაფერი 3-4 წელიწადში რომ მოესწროს, ინდური ფილმის მსგავსი ოპტიმისტური სცენარია.
აპრილის თვეში არესტოვიჩი 2-3 კვირაში რომ ამთავრებდა ომს, ახლა პოდოლიაკი ამბობს წლის ბოლომდე გაგრძელდებაო. ნუ შეგვიპყრობს ილუზიები, რომ ხარკოვთან რუსებს უკანდახევა აქვთ და ამიტომ რაღაც გარდამტეხი ხდება.
მე მახსენდება გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ მეორის სიტყვები, რომლითაც მან პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე მიმავალ ჯარებს 1914 წლის აგვისტოში მიმართა: “თქვენ გამარჯვებულები დაბრუნდებით სახლში, სანამ ხეებს ფოთლები დასცვივა”. ვილჰელმს ამისა მართლა სჯეროდა, მაგრამ ჯარების სახლში დაბრუნებამდე ოთხჯერ დასცვივდა ხეებს ფოთლები.
ომის ახალ ფაზაში დონბასში რუსეთის სტაბილური შეკავებისა და უკან დახევის შემდეგ გადავალთ. რა ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენოს პუტინმა ახალ ფაზაში, არსებობს ვარიანტები, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.”
თეგები: ბექა კობახიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved