• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი უცხოელი მიგრანტი ცხოვრობს საქართველოში – გაეროს ანგარიში

ალია ავტორი - ალია
20:21 12-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for Migration-IOM) ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 79,4 ათასი საერთაშორისო მიგრანტია, რაც მოსახლეობის 2%-ს შეადგენს. ამასთან, აზერბაიჯანში საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობა მოსახლეობის 2,5%, ანუ 252 ათასი ადამიანია, სომხეთში – 190 ათასი (6,4%), თურქეთში – 6,05 მილიონი ადამიანი (7,2%), რუსეთში კი – 11,6 მილიონი პირი (8%).

საერთაშორისო მიგრანტების 40% წარმომავლობით აზიის 6 ქვეყნიდან არის. ესენია: ინდოეთი, ჩინეთი, ბანგლადეში, პაკისტანი, ფილიპინები და ავღანეთი. საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობის წარმომავლობის მიხედვით, მექსიკა, ინდოეთის შემდეგ მეორე ადგილზეა, ხოლო რუსეთი – მესამეზე.

IOM-ის მონაცემებით, 1970 წლიდან 2020 წლამდე საერთაშორისო მიგრაციის მასშტაბები სამჯერ გაიზარდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, შეერთებული შტატები და გერმანია მიგრანტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნებია. თუ 1970 წელს შეერთებულ შტატებში 12 მილიონი საერთაშორისო მიგრანტი იყო, დღეს 51 მილიონზე მეტია. გერმანიაში მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობა 8,9 მილიონიდან 16 მილიონამდე გაიზარდა. საფრანგეთი, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი მიგრანტებისთვის, ასევე, მიმზიდველი ქვეყნებია. მაგალითად, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოსახლეობის 88% საერთაშორისო მიგრანტია.

გაერო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიგრანტები, ლტოლვილებისგან განსხვავებით, „სხვა ქვეყნებში იმიტომ კი არ გადადიან, რომ დევნიან ან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებათ, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრების დონე გაიუმჯობესონ, მოძებნონ კარგი სამუშაო ან მიიღონ განათლება.“

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ იმ ქვეყნების ფარგლებს გარეთ, სადაც დაიბადნენ. ისინი გადასახლდნენ თავიანთი და შვილების უკეთესი ცხოვრების საძიებლად, შეავთ უდიდესი წვლილი როგორც მასპინძელი, ისე წარმოშობის ქვეყნების განვითარებაში,“ – ნათქვამია ანგარიშში.

IOM-ის ანგარიშში გამოყენებულია საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობის ბოლო მონაცემები, რაც გაეროს ეკონომიკური და სოციალური დეპარტამენტის (United Nations Department of Economic and Social Affairsეს-DESA) მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნდა.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved