• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, სამშაბათი, 7 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენი ტყუილიც არ უნდა თქვან სახელმწიფო უწყებებმა…” – რა დარღვევები დადგინდა მაჩალიკაშვილის საქმეში? – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
20:23 01-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“რამდენი ტყუილიც არ უნდა თქვან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, რამდენი დამახინჯებული ცნობაც არ უნდა გაავრცელოს პროსახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მანქანამ, ერთი რამ ცხადია – ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება.
✅️ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი, რადგან მკვლელობის შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებს სუს-ის თანამშრომლები უძღვებოდნენ ანუ ისინი, ვინც დანაშაულის ჩადენაში შეიძლება ყოფილიყვნენ ეჭვმიტანილნი! ბუნებრივია, ისინი მათთვის სასარგებლოდ შეეცდებოდნენ გამოძიების წარმართვას!
✅️ საქმეში გვიან ჩაერთო პროკურატურა, გვიან დაიკითხნენ იმ სისხლიანი ღამის ორგანიზატორები, რამაც სპეცოპერაციის ავტორებს პოზიციების ურთიერთშეჯერების შესაძლებლობა მისცა!
✅️ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ოჯახი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არ გამოცხადებულიყო!
✅️ არასათანადოდ იქნა შესწავლილი გასროლის დროს ტელეფონისა და ყურსასმენის ადგილმდებარეობის, მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხი!
მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? განა ამგვარი დარღვევები საკმარისი არ იქნებოდა გამოძიების მკვლელების სასარგებლოდ წარმართვისთვის?
ოპერაციაში მონაწილე პირების არაპროფესიონალიზმსა და პოტენციური დამნაშავის მიმართ არსებულ ზიზღს, დაუნდობლობას ემსხვერპლა 19 წლის ბიჭის სოცოცხლე! თუ მას რაიმე ბრალი მიუძღოდა, ახლად თვალახელილი (დიდ ხანს ავად იყო, თვალების პრობლემა ჰქონდა) თინეიჯერის დაკავება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სხვა ფორმით შეიძლებოდა. უბრალოდ, უხმაურო დაკავება ხალხში, არადომინანტურ ჯგუფებში შიშის დასათესად არ ივარგებდა!
საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებაც უნდა მოვითხოვოთ! და ოდესმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც უნდა შევქმნათ!
დიდი მადლობა, სოც.სამართლიანობის ცენტრს ბრძოლისთვის!
P.S. შემირცხვენია ყველა, ვინც მოკლული ბიჭის საქმეზე მსჯელობისას მის ეროვნებას ან მისი ოჯახის წევრების პოლიტიკურ შეხედულებებს აქცევს ყურადღებას!”
თეგები: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეიუსტიციის სამინისტროლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია – მედია
ახალი ამბები

„რასაც ახლა ნოდარ ათუაშვილზე მოგიყვებით, კარგად იცის ყველა უწყებამ და არ ამბობენ!“ – რა უყვება „ალიას“ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე?

17:35 02-06-2023
„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023

ბიზნესი

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
ახალი ამბები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

13:19 02-06-2023
1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved