• რეკლამა
  • კონტაქტი
21:39, ხუთშაბათი, 4 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი სამაშველო ვერტმფრენი სჭირდება საქართველოს და რამდენი და როგორი ჰყავს?

ალია ავტორი - ალია
20:38 08-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,000

რადიო თავისუფლების მასალის მიხედვით, 3 აგვისტოს, სტიქიური კატასტროფის ადგილას, საიდანაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, ვერტმფრენი პირველი შეტყობინებიდან 3 საათში ჩაფრინდა. საბჭოთა წარმოების MИ-8 არა სამაშველო სამსახურს, არამედ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის.

სტიქიის პირველ დღეს, დაგვიანებით მისულმა ვერტმფრენმა ორი რეისის და 70 კაცის ევაკუაციის შემდეგ, დაღამებისთანავე შეწყვიტა მუშაობა მეორე დილამდე. ღამით ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები ღია ცის ქვეშ დახმარების გარეშე დარჩნენ. ოფიციალური განმარტებით, ვერტმფრენმა სამაშველო სამუშაოების გაგრძელება ღამის ხედვის სისტემის არქონის გამო ვერ შეძლო.

ზუსტად ერთი წლის წინ, შარშან 28 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ამ დღეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა განიცადა კატასტროფა. ვერტმფრენები ვერ გამოიყენა სახელმწიფომ ვერც 2015 წელს, თბილისში, ვერეს ხეობაში წყალდიდობისას. 2017 წელს კი, ბორჯომის ხეობაში ხანძრების ჩასაქრობად მეზობელი ქვეყნების დახმარება დაჭირდა.

2023 წლის 4 აგვისტოს რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩასული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვამ გააღიზიანა.

“ასეთი რთული მდგომარეობა გვაქვს და თქვენ ათმაგად ზაფრავთ ხალხს. სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ – თურმე, სამი ვერტმფრენი შეიძინეს [იგულისხმება მთავრობა – რ.თ], მაგრამ არ შეიძინეს”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. იქვე მან თქვა, რომ სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობდა და შოვში სამაშველო ოპერაცია კარგად მიდიოდა.

იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა დადასტურებული იყო 7 ადამიანის გარდაცვალება.

გუდაურის ტრაგედიის შემდეგ, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეძენილი ვერტმფრენი “სუპერ პუმა” გაეყიდა და მის ნაცვლად სამი ახალი შვეულმფრენი შეეძინა.

2022 წლის მიწურულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლაც გააფორმა კონტრაქტი ფრანგულ კომპანია “Airbus Helicopters”-თან სამი ახალი “H145”-ის ტიპის შვეულმფრენის ყიდვაზე. თუმცა შესყიდვა ავიაპარკის მყისიერ განახლებას არ ნიშნავს.

26 500 000 ევროს ღირებულების სამი შვეულმფრენი საქართველოში ეტაპობრივად შემოვა – პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, მეორე 19 თვეში, მესამე კი 20 თვეში. ხელშეკრულება ამ პირობით ნიშნავს, რომ საქართველოს მომდევნო ერთი წელი ახალი სამაშველო ვერტმფრენი კვლავ არ ეყოლება.

ასეთი იქნება ახალი სამაშველო ვერმფრენი, რომელსაც საქართველო ყიდულობს
ასეთი იქნება ახალი სამაშველო ვერმფრენი, რომელსაც საქართველო ყიდულობს

 

საქართველოს ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებული სუპერ პუმას სხვა 3 ვერტმფრენში გაცვლის იდეა ჯერ კიდევ 2017 წელს ჰქონდა, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ 5 წლის შემდეგ მიიღო, მას მერე რაც გუდაურში ვერტმფრენი ჩამოვარდა.

“H145” შვეულმფრენები, რომლებსაც საქართველო 2024 წლის მაისის შემდეგ მიიღებს, მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

ახალი შვეულმფრენების შესაძენად დადებული კონტრაქტის ღირებულებაში გათვალისწინებულია პილოტებისა და ინჟინრების გადამზადება.

იმის საილუსტრაციოდ, რამდენად მცირეა საქართველოსთვის ერთი ტიპის რამდენიმე ერთეული ვერტმფრენი, რომელიც ბევრ სხვადასხვა ტიპის დავალებას ასრულებს, შეგვიძლია ვნახოთ დაახლოებით საქართველოს ხელა და ასეთივე მთიანი ქვეყნის, შვეიცარიის სამაშველო სამსახურის, Rega-ს აღჭურვილობა. ეს სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა სამთო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მთელ მსოფლიოში – მისი ავიაფლოტი სხვადასხვა ტიპის 20 შვეულმფრენსა და სამ თვითმფრინავს ფლობს. ავიაციას სამძებრო სამუშაოებისას დახმარებას დრონებიც უწევენ – Rega-ს შვეიცარიაში 14 საავიაციო ბაზა აქვს და უბედური შემთხვევისას 15 წუთში შეუძლია დანიშნულების ადგილას ყოფნა სამაშველო ჯგუფს.

საქართველოს სამაშველო სამსახურს შოვში დრონებით დახმარება მოხალისეებმა შესთავაზეს – თერმული კამერისთვის მარტივია ცოცხალი ადამიანების მოძებნა. სამაშველო ოპერაციისას ეს რესურსი სახელმწიფომ არ გამოიყენა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურს საკუთარი ვერტმფრენები არ ჰყავს. შოვში, სტიქიის ზონაში მოქალაქეების ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის საბჭოთა წარმოების ორი MИ-8-ით მიმდინარეობდა. ესაა ვერტმფრენები, რომლებითაც დაფრინავენ საქართველოს მთავრობის წევრები ქვეყნის შიგნით, რომლებსაც იყენებს სასაზღვრო ავიაცია საზღვრის კონტროლის, მესაზღვრეების ტრანსპორტირებისა და მომარაგებისას.

MИ-8-ს ვერტმფრენები, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანა იყენებს სხვადასხვა ფუნქციით, საკმაოდ მოძველებულ მოწყობილობად ითვლება. საქართველოში ამ ტიპის ორმა ვერტმფრენმა განიცადა ბოლო წლებში კატასტროფა: ერთმა 2022 წლის ივლისში, გუდაურში და მეორემ 2017 წელს ბორჯომთან, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციისას.

სასაზღვრო პოლიციის MИ-8 ტიპის ვერტმფრენი დაზიანდა 2023 წლის ზაფხულშიც, 28 ივნისს მყინვარწვერთან სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, როცა პოლონელი მთამსვლელების საევაკუაციოდ მიფრინავდა. სასაზღვრო პოლიციამ ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ფეისბუკში ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

სრულად

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია

14:20 09-04-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, თუმცა კვლავ ძლიერია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, თუმცა კვლავ ძლიერია

13:06 09-04-2025
თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები

12:20 09-04-2025
„ლილისი“ – საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„ლილისი“ – საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:49 09-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved