• რეკლამა
  • კონტაქტი
20:54, ხუთშაბათი, 30 მარტი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა დაარღვია რუსეთმა უკრაინაში შეჭრით? – გიორგი ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
22:29 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
419

ნანა სულავა

 „ალიას“ ესაუბრება ჯიპას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, გიორგი ტომარაძე:

– მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბების შემდგომ, ძალის გამოყენების აკრძალვა სახელმწიფოთა შორის დარეგულირებულია გაეროს ქარტიით, რომლის მე-2(4) მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან მისი გამოყენების მუქარისგან. თუმცა, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლი ადგენს ერთგვარ გამონაკლისს ძალის გამოყენების აკრძალვიდან და სახელმწიფოებს ანიჭებს უფლებას, გამოიყენონ ძალა მხოლოდ ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის მიზნით, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე სხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელდება თავდასხმა. მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული თავდასხმა კი პირდაპირ არღევევს გაეროს ქარტიას რამდენიმე მიზეზის გამო:

ა) პირველი, უკრაინის სახელმწიფოს არ განუხორციელებია რუსეთზე თავდასხმა და არც ძალის გამოყენების მუქარის შემთხვევა დაფიქსირებულა. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ მიუტანია იერიში რუსეთის ფედერაციაზე და არ შესულა მისი შეიარღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუსეთის ქმედებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება დაფუძნებული ინდივიდუალური თავდაცვის უფლებით, ვინაიდან მის წინააღმდეგ არ განხორციელებულა ძალის გამოყენება.

ბ) მეორე: ერთგვარ ლეგიტიმურ საფუძველს, რომლითაც რუსეთი ცდილობს გაამართლოს უკრაინაში ინტერვენცია, წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად რუსი მოსახლეობის დაცვის მოტივი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ვინაიდანარ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა ეთნიკურად რუსი მოსახლეობის გენოციდი უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუსეთი გამიზნულად ავრცელებს დეზინფორმაციას ეთნიკურად რუსი მოსახლეობის გენოციდის შესახებ, რათა ამით ერთგვარი ლეგიტიმური საფუძველი შექმნას უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის.

ცნობისთვის, ეთნიკურად რუსი მოსახლეობის დაცვის საბაბით ინტერვენციის განხორციელება ნაცად ხერხს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. კერძოდ, სწორედ აღნიშნული საფუძვლის შექმნას ემსახურებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული უკანონო პასპორტიზაცია, რათა შემდგომში რუსეთს ჰქონოდა ერთგვარი ლეგიტიმური საფუძველი საქართველოში ინტერვენციის განსახორციელებლად, რომ ის თითქოსდა მოქმედებდა იმ მოსახლეობის დასაცავად, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

უკრაინაზე თავდასხმამდე, რუსეთის ფედერაციამ აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რაც წარმოდგენდა საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ დარღვევას. კერძოდ, რომელიმე სახელმწიფოს ადმინისტრაციული ერთეულის გამოყოფა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

თუმცა, არსებობს ერთგვარი გამონაკლისი, როდესაც ტერიტორიული ერთეულის გამოყოფა სახელმწიფოსგან შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად. კერძოდ, ასეთ გამონაკლისს მიეკუთვნება ე.წ. „რემედიული სესეცია“, რაც ნიშნავს, რომ ტერიტორიულ ერთეულზე მცხოვრებ ეთნიკურ მოსახლეობას მაშინ აქვს თვითგამორკვევისა და ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფის უფლება, თუ აღნიშნული უმცირესობა სისტემატურად იდევნებოდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, უხეშად ირღევოდა მათი უფლებები და თვითგამორკვევა ერთადერთ საშუალებას წარმოდგენს დარღვეული უფლებების კომპენსაციისთვის.

მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ცნობილია, არ ხდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ეთნიკურად რუსი მოსახლეობის ჩაგვრა და მათი უფლებების ხელყოფა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. შესაბამისად, არარსებობდა რაიმე საფუძველი  დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისთვის. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე ფაქტი იარსებებდა ეთნიკური უმცირესობის უფლებების დარღვევისა, გარე თვითგამორკვევა არ წარმოდგენს ერთადერთ საშუალებას დარღვეული უფლების აღსადგენად, არამედ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს შიდა თვითგამორკვევის უფლების გამოყენება, რაც მოიაზრებს ტერიტორიული ერთეულისთვის გარკვეული ავტონომიის მინიჭებას სახელმწიფოსგან ცალკე გამოყოფის გარეშე. თუმცა, როგორც აღინიშნა, ადგილი არ ჰქონია უკრაინის ტერიტორიაზე ეთნიკურად რუსი მოსახლეობის ჩაგვრას, რაც გამორიცხავდა ზემოთ ხსენებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ლეგიტიმურობას რუსეთის მხრიდან.

– მედიაში ვრცელდება უამრავი ინფორმაცია რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულის ჩადენის შესახებ. ამ შემთხვევაში როგორია საერთაშორისო სამართლის ნორმები და როგორ შეიძლება მოხდეს დამნაშვე პირთა პასუხიმგებლობის დაყენების საკითხი?

– უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, რუსეთის მხრიდან არაერთხელ დაირღვა ჟენევის 1949 წლის კონვენცია, რომელიც ჰააგის კონვენციასთან ერთად, მთავარ საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოდგენს სახელმწიფოთა შორის ომის წარმოების რეგულირების შესახებ. ეს კონვენცია არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საომარი მოქმედებების დროს ტყვეების მოპყრობის წესებს, სამოქალაქო პირების, სამედიცინო პერსონალის, სამოქალაქო ობიექტების დაცვის  წესებს და ა.შ. როდესაც შეიარაღებული კონფლიქტის დროს სახელმწიფო არღვევს ჟენევის კონვენციას, ფაქტობრივად, ის სჩადის ომის დანაშაულებს. აღნიშნულთან მიმართებით კი მნიშვნელოვანია აღინიშნოს 1998 წლის რომის სტატუტი და მის შედეგად ჩამოყალიბებული საერთაშორისო სისხლის სასამართლო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება განახორციელოს საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნა ისეთი დანაშაულების მიმართ, როგორებიცაა: ომის დანაშაული, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდი და აგრესიის აქტი.

უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებების დროს კი რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ დაარღვია ჟენევის კონვენციის მოთხოვნები და ჩაიდინა ომის დანაშაული. კერძოდ, რუსეთმა დაარღვია ჟენევის კონვენცია, როდესაც მან გამიზნულად ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო პირებს, იერიში მიიტანა სამოქალქო შენობებზე (მაგალითად, სკოლებზე) და განურჩევლად (სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების განუსხვავებლად) დაბომბა სამოქალაქო ობიექტები. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები, რის შედეგადაც დაიბომბა სამოქალაქო ობიექტები და დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა.

გარდა ამისა, უკრაინა ბრალს სდებს რუსეთის ფედერაციას ისეთი ტიპის შეიარაღების გამოყენებაში, როგორიცაა კასეტური და ვაკუუმური ბომბები, რომელთა გამოყენებაც დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია საერთაშორისო ნორმებით. ასეთი ტიპის ბომბების გამოყენება დიდ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირებს. შესაბამისად, რუსეთის მიერ ასეთი ტიპის ბომბების დასახლებულ პუნქტებში გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული ქმედებაც ჩაითვლება ომის დანაშაულად.

რუსეთმა საკუთარი ქმედებებით დაარღვია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა, როგორც ომის დაწყებამდე, როდესაც მან ხელყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, როდესაც აღიარა დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ასევე უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, როდესაც მან გამოიყენა ძალა უკრაინის წინააღმდეგ და მიიტანა იერიშები სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე…

 

თეგები: გიორგი ტომარაძენანა სულავარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მიაწვდინეთ ეს ინფორმაცია მათ, ვინც იბრძვის “რესპუბლიკურის” გადასარჩენად – რას წერს კლინიკის მშენებლობის ხელმძღვანელის ვაჟი
ახალი ამბები

მიაწვდინეთ ეს ინფორმაცია მათ, ვინც იბრძვის “რესპუბლიკურის” გადასარჩენად – რას წერს კლინიკის მშენებლობის ხელმძღვანელის ვაჟი

18:31 03-30-2023
„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„მსოფლიო პოლიტიკაში პუტინი იყო „კანონიერი ქურდი“ და დღეს არის „გაფუჭებული ქურდი“ – სოსო ცინცაძე

19:15 03-29-2023
„ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ ისე ჩაცხრილეს ავტობუსში, გამსახურდიას უირაღო  მომხრეები, ჯაბა იოსელიანიც კი აღშფოთდა – მიქარვა მოუვიდათო“ – რას იხსენებს სანდრო ბრეგაძე?
ახალი ამბები

„ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ ისე ჩაცხრილეს ავტობუსში, გამსახურდიას უირაღო მომხრეები, ჯაბა იოსელიანიც კი აღშფოთდა – მიქარვა მოუვიდათო“ – რას იხსენებს სანდრო ბრეგაძე?

17:04 03-29-2023
„სინდისი გაქვთ?!. ვინც უკანონო, დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა, თითქმის ყველა შეიფარეს, ყველა მათიანია და ვიღას ახსენებენ იმ 9 წელს?“ – ეკა ბესელია
ახალი ამბები

„სინდისი გაქვთ?!. ვინც უკანონო, დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა, თითქმის ყველა შეიფარეს, ყველა მათიანია და ვიღას ახსენებენ იმ 9 წელს?“ – ეკა ბესელია

16:50 03-26-2023

ბიზნესი

თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ ტარდება
ბიზნესი

თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ ტარდება

11:21 03-30-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს

13:31 03-29-2023
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე „ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე „ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”

11:08 03-28-2023
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა
ახალი ამბები

ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა

18:34 03-27-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved