პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს შეწყალების აქტი გამოსცა და 10 მსჯავრდებული და 2 პირობით მსჯავრის მქონ პირი შეიწყალა.
აქედან, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.
სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე).
კომენტარები