• რეკლამა
  • კონტაქტი
08:07, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი მილიონით შემცირდა პრეზიდენტის და მთავრობის დაფინანსება? – სუს-ი – 1 მლნ, შსს – 10 მლნ

ალია ავტორი - ალია
14:07 06-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

2020 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში 750 000 ლარით მცირდება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 1 მლნ ლარით მცირდება მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება, მათ შორის მიმდინარე ხარჯების ნაწილში 600,0 ათასი ლარით, ხოლო კაპიტალურ ხარჯებში – 400,0 ათასი ლარით. ამასთან, საქართველოს პარლამენტისვე ინიციატივის 4 მლნ ლარით მცირდება პარლამენტის ბიუჯეტი, მათ შორის მიმდინარე ხარჯები მცირდება 2,5 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები – 1,5 მლნ ლარით.

რაც შეეხება სხვა უწყებებს:

საერთო სასამართლოების ნაწილში კაპიტალური ხარჯები მცირდება 8 მლნ ლარით;

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კაპიტალური ხარჯები მცირდება 1 მლნ ლარით;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კაპიტალური ხარჯები მცირდება 1 მლნ ლარით;

საპენსიო სააგენტოს მიმდინარე ხარჯები მცირდება 500,0 ათასი ლარით;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 400,0 ათასი ლარით;

ფინანსთა სამინისტროს ასიგნებები მცირდება 12 მლნ ლარით;

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 485,0 მლნ ლარის გამოკლებით) მცირდება ჯამში 26,6 მლნ ლარის ოდენობით;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შემცირებულია 251,3 მლნ ლარის ოდენობით;

ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში მცირდება 1,5 მლნ ლარით;

საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნებები მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 3 მლნ ლარით;

თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები მცირდება 75 მლნ ლარით;

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება 10 მლნ ლარით;

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 139,0 მლნ ლარის გამოკლებით) მცირდება ჯამში 15,1 მლნ ლარის ოდენობით;

განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები მცირდება ჯამში 127,7 მლნ ლარის ოდენობით;

ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსება მცირდება 1,5 მლნ ლარით და ა.შ.

“აღსანიშნავია, რომ პანდემიიდან გამომდინარე საჭირო დამატებითი ხარჯი ჯამში შეადგენს 2 037,9 მლრდ ლარს, ხოლო პანდემიამდე არსებული ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელებული შემცირება შეადგენს 547,0 მლნ ლარს, მათ შორის მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში მიმდინარე ხარჯები შემცირებულია 199,6 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები შემცირებულია 347,5 მლნ ლარით,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved