• რეკლამა
  • კონტაქტი
11:51, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენი მილიონი გადაიხადა ოლიგარქმა, მათ შორის ქრთამად ევროჩინოვნიკებზე, ამაზე პრეზიდენტი მორცხვად დუმს” – ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:55 03-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
914

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეს პრეზიდენტი არ შეეხო საქართველოს ისტორიაში ყველაზე ავბედით მოვლენას, პრო–მოსკოვური რეჟიმის მთავარ, საკრალურ ფიგურას ივანიშვილს, უფრო მეტიც მისი მოხსენებიდან გამოდის, რომ თურმე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ (ჯერ როდის წავიდა საინტერესოა) დაისახა მმართველ პარტიაში პრო-რუსული ხაზი, რაც ათასწლეულის სიუცრუეა და მცირე პუტინი ამ ქვეყანაში მხოლოდ ივანიშვილია დანარჩენნი ყუთში ჩაყრილი პაიკებია.

ასევე ე.წ სახ–მეთაური საერთოდ გაჩუმდა პოლიტ-პატიმართა შეწყალებაზე, რის გარეშეც როგორც გვაფრთხილებენ ევროკავშირთან არავინ მოგვასუნინებს და რაც მნიშვნელოვანია მან დაადასტურა, რომ შარლ მიშელთან შუამავლობა, მისი ჩამოყვანა და ოპოზიციის პარლამენტში შეყრა, რითაც პუტინიზმი გადარჩა იბერიაში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მედიატორობით განხორციელდა, რამდენი მილიონი გადაიხადა ამისათვის ოლიგარქმა მათ შორის ქრთამად ევროჩინოვნიკებზე, რა თქმა უნდა ამაზე პრეზიდენტი მორცხვად დუმს.

ასევე არ უხსენებია აკრძალული ლეიბორისტული პარტია, რომელსაც მისსავე სასახლეში მისმა ჩამოყვანილმა შარლ მიშელმა მისცა ხელშეუხებლობის ოფიციალური გარანტია. მოკლედ როგორც სიბინძურეში ვირუსები, ასევე სწორედ ნახევრად სიმართლეში მრავლდება ეშმაკი და დღეს სწორედ ეშმაკის გადარჩენის მორიგი მცდელობის დღე იყო ზურაბიშვილის შემოქმედებაში. ვფიქრობ უშედეგოდ.ივანიშვილის მოღალატეობრივ რეჟიმს ვერაფერი გადაარჩენს. მას უპირისპირდება მისი უდიდებულესობა ხალხი და ისტორია.”

თეგები: შალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved