• რეკლამა
  • კონტაქტი
05:16, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ლარით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი? – სახელფასო სქემა

ალია ავტორი - ალია
20:34 06-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,486

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და
პირობების დადგენის თაობაზე განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს:

ა) მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების
მიხედვით:
ა.ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;
ა.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი
საქმიანობა (შემდგომ – სამუშაო სტაჟი);
ა.გ) სამუშაო დატვირთვა;
ბ) მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი
კრიტერიუმების მიხედვით:
ბ.ა) სამუშაოს სპეციფიკა:
ბ.ა.ა) კლასკომპლექტი;
ბ.ა.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი
სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიისა და საქართველოს
გეოგრაფიის სწავლება;
ბ.ა.გ) კლასის დამრიგებლობა;
ბ.ბ) სკოლის მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობა;
ბ.გ) წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება.

მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად  განისაზღვრება შემდეგი სახით:

მუხლი 8. მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა

1.  მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის  თანამდებობრივ სარგოზე დანამატები განისაზღვრება შემდეგი სახით  (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატებისა):

ა) კლასკომპლექტით სწავლება – 40,50 ლარი;

ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარი;

გ) კლასის დამრიგებლობა – 101,25 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები გაიცემა სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში (ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად).

მუხლი 9​. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი

1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი,  სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით,  ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.

მუხლი 10. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი

1. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელიც ასრულებს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციას და აქვს კვირაში არანაკლებ 1 საგაკვეთილო საათი.

2. წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის  ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი;

ბ) მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, საკუთარი გადაწყვეტილებით და სკოლის თანხმობით, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.

მუხლი 13. მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი

1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზას. მასწავლებელს, რომელსაც აქვს:

ა) სამუშაო დატვირთვა – კვირაში 18 საგაკვეთილო საათი;

ბ) მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

გ) 10 წლის ზემოთ სამუშაო სტაჟი;

არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის საქართველოს ისტორიას და არის კლასის დამრიგებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზა არის:

ა) თანამდებობრივი სარგო – 1,790.0+40.0+45.0=1,875.0 ლარი;

ბ) არაქართულენოვან სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლებისა და კლასის დამრიგებლობის დანამატები (40.50+101.25=141.75 ლარი);

გ)  იკრიბება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (1,875.00+141.75=2,016.75 ლარი).

შესაბამისად, მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 2,016.75 ლარს.

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved