• რეკლამა
  • კონტაქტი
03:32, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ლარით დაჯარიმდება მეპატრონე, რომელიც შინაურ ცხოველს მიატოვებს?

ალია ავტორი - ალია
15:39 11-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვების შემთხვევაში ადმინისტრაციულ დასჯას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად:

• რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ, – გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000 ლარით;

• იგივე ქმედება, ჩადენილი მეპატრონე იურიდიული ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ დაისჯება 1 500 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 3 000 ლარით.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ძალიან გამოკვეთილი და სწორი ხედვა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით.

„ასეთი მუხლი არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც კრძალავს შინაური ცხოველის მიტოვებას, მათდამი სასტიკ და უდიერ მოპყრობას. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები შეტანილი უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სხვა საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ინიციატივას კონკრეტული დათქმებით, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს საბოლოოდ ამ კანონპროექტის მიღება. მთავარი დათქმა ის არის, რომ კანონი კომპანიონი ცხოველების შესახებ, რომლის მიღებაც დაგეგმილია, უნდა ამოქმედდეს ამ ცვლილებებთან ერთად იმისთვის, რომ კანონი აღსრულების ნაწილში იყოს ეფექტური“, – განაცხადა იოსელიანმა.

თეგები: ოთხფეხა მეგობრები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved