ზურა გირჩი ჯაფარიძე პოლიციამ იპოდრომის ტერიტორიაზე აქციის გამართვისთვის 3000 ლარით დააჯარიმა.
ჯაფარიძე და აქციის სხვა მონაწილეები იპოდრომზე შეიკრიბნენ და „სამკურნალო აქცია“ გამართეს.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
“არ ვიცი ეს აქცია რამეს შეცვლის თუ არა, მაგრამ მინიმუმ გვეცოდინება რომ უკანასკნელი სი@ებივით არ ვიჯექით და არ ველოდებოდით როდის აგვხსნიდნენ ჯაჭვებს.”
კომენტარები