• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი დირექტორი დატოვებს პოსტს არჩევნებამდე?! იმდენი, რამდენიც არ შეასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას, ეს დამსხვრეული ოცნებების ხელწერაა – ნანა ტოხვაძე

ალია ავტორი - ალია
13:35 09-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

„სტრატეგია აღმაშენებლის“  პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე საჯარო სკოლებში დირექტორთა დანიშვნისა და პედაგოგების სამსახურიდან გაშვების მწვავე საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით არჩვენებამდე საჯარო სკოლებში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, ახალი დირექტორთა გამოცდებისა და დანიშვნის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ამასთან, მოსალოდნელია  მოქმედმა  დირექტორებმაც თანამდებობა დატოვონ.


„საზოგადოებისთვის ცნობილია, კოვიდ-19 პანდემიის გამო დირექტორთა სასერთიფიკაციო გამოცდები გადაიდო. გამოცდაზე რეგისტრირებული 2244 დირექტორობის მსურველი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია და საჯარო სკოლებში მოვალეობის შემსრულებლები იკავებენ მათ ადგილს. პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების ფაქტზე და პოლიტიკურად მოტივირებულ ელფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტრო არ ჩქარობს გამოცდის დანიშვნას, რადგან არასასურველ დირექტორებს უცერემონიოდ ათავისუფლებს პოსტიდან დაუდგენელი კრიტერიუმებით. ხოლო საარჩევნო მარათონში დახმარების სანაცვლოდ და “დამსახურებისამებრ” აპირებს შეუნარჩუნოს ადგილები დირექტორთა ნაწილს. კიდევ რამდენი დირექტორი დატოვებს პოსტს არჩევნებამდე?! იმდენი, რამდენიც არ შეასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას და შეასრულებს მხოლოდ პროფესიულ ვალდებულებას! მივმართავ განათლების მინისტრს, ეყოს გამბედაობა, ჩამოხსნას პოლიტიკური წნეხი განათლების სისტემას და მისცეს საშუალება კომპეტენტურ კადრებს გავიდნენ გამოცდაზე. ასევე, თხოვნით მინდა მივმართო 2084-ვე საჯარო სკოლის დროებით ხელმძღვანელებს, ნუ გაცვლიან საკუთარ პოსტზე ქვეყნის და მომავალი თაობის პერსპექტივას, ნუ გახდებიან ბრმა იარაღი “დამსხვრეული ოცნებების პარტიის”ხელში,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

თეგები: ნანა ტოხვაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved