• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენი ბრძოლა დასჭირდა რომ “ინფექციურს” ჭერი ჰქონოდა… ვეღარ მოასწრო, აღარ დასცალდა…” – გიორგი ბერიძე

ალია ავტორი - ალია
16:04 08-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
677
ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე 76 წლის ასაკ­ში ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ბოლო წლებ­ში ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პი­არ­მე­ჯერი გი­ორ­გი ბე­რი­ძე, სოციალურ ქსელში, წერს:

მადლობა თითოეული წუთისთვის, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, ადამიანობის, კაცობის, ღირსების, პროფესიონალიზმის უამრავი მაგალითისა და უკიდეგანო სიკეთისთვის… რამდენი და რომელი ერთი გავიხსენო, რაც ცხოვრების გაკვეთილად აქციეთ ჩემთვის… რამდენი ბრძოლა, ნებისყოფა, სიბრძნე, დიპლომატია და შეუპოვარი ბრძოლა დასჭირდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საკუთარი ჭერი ჰქონოდა… ვეღარ მოასწრო, აღარ დასცალდა… ნათელი თქვენს სულს ბატონო თენგიზ და მარადიული ხსოვნა… ღირსებით იცხოვრეთ და დატოვეთ კვალი ნათელი.

გიორგი ბერიძე, გამოცემა “ამბებთან”, ამბობს:

“ბოლო დროს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და იმის გამო, რომ ფეხი მო­ი­ტე­ხა. ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა მისი თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, რაც ქრო­ნი­კუ­ლად ჰქონ­და, ონ­კო­ლო­გია, გა­ურ­თულ­და… ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და მას, თუმ­ცა არ პროგ­რე­სი­რებ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში მა­ინც გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და­ი­წყო. მკურ­ნა­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქი­მი­ურ გა­დას­ხმებ­საც იკე­თებ­და. პე­რი­ო­დუ­ლად უცხო­ეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტით, ტე­ლე­ფო­ნით დარ­გის ცნო­ბილ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, თა­ვის უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან და მე­გობ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­დი­ო­და. სა­ბო­ლო­ოდ კი მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

თბი­ლის­ში არ ვარ და რო­გორც მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, გული წუ­ხელ გა­უ­ჩერ­და, მაგ­რამ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვით მა­ინც შეძ­ლეს გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა, გან­მე­ო­რე­ბით კი ეს ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. იმ­დე­ნად და­სუს­ტე­ბუ­ლი იყო, ორ­გა­ნიზ­მმა ვე­ღარ გა­უძ­ლო. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა და წლე­ბის მან­ძილ­ზე ნაბ­რძო­ლი სა­კი­თხი – ერ­თად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ახალ შე­ნო­ბა­ში, ეს ვერ მო­ხერ­ხდე­ბა.

ეს არა მარ­ტო ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­ვის­თვის და ჩვე­ნი ექი­მე­ბის­თვის, სრუ­ლი­ად სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი და­ნაკ­ლი­სია. წა­ვი­და დიდი მო­აზ­როვ­ნე, მეც­ნი­ე­რი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა ჩვენს რე­ა­ლო­ბას. პირ­ველ რიგ­ში, ის პა­ცი­ენ­ტის­თვის იყო თა­ნა­მო­აზ­რე, გვერ­დში მდგო­მი, მისი ჭი­რის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი… პი­რა­დად მე მად­ლო­ბას ვუხ­დი იმ ნდო­ბის­თვის, ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მას­თან მუ­შა­ო­ბი­სას მქონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. ერ­თად რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ… მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რას­დროს და­ვი­ვი­წყებ.”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved