ლუქს-კლასის ავტომობილი Ferrari F430, რომელიც აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა, Mecum Auctions-ის აუქციონზე გაიყიდება.
ავტომობილის საწყისი ფასი 400-500 ათასი დოლარი იქნება.
2007 წელს გამოშვებული ავტომობილის მყიდველს ასევე გადაეცემა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ავტომობილის პირველი მფლობელი სწორედ დონალდ ტრამპი იყო.
კომენტარები