• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი აქვთ Glovo-ს კურიერებს ანაზღაურება და რა იყო გლოვერების მათი პროტესტის რეალური მიზეზი

ალია ავტორი - ალია
20:04 01-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

მიტანისა თუ გამოწერის სერვისი, თანამედროვე სამყაროს ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიტანის/გამოწერის სერვისით სარგებლობს. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, როცა ობიექტების უმეტესობა დაკეტილია და მოსახლეობაც გარეთ გასვლისგან თავს იკავებს, საკურიერო სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა. დასაქმებულ კურიერებს ხშირად საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდების ნაცვლად უწევთ მოსახლეობამდე ნივთების ტრანსპორტირება, რადგან მოპედი, ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ხილვადი და ყველაზე დაუცველი ტრანსპორტია.

ამ პერიოდშივე, რა თქმა უნდა, გაიზარდა დასაქმებული კურიერების რაოდენობაც.

29 იანვარს, Glovo-ს კურიერების პროტესტმა საზოგადოებაში ბევრი კითხვა და გაურკვევლობა გამოიწვია, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა ნიუპოსტისთვის მოამზადა მასალა, სადაც ჩვენ დავინტერესდით, რამდენია გლოვერების საშუალო ანაზღაურება და კონკრეტულად რა მოთხოვნები ქონდათ მათ კომპანიასთან.

როგორც გავარკვიეთ, კურიერების ანაზღაურება შესრულებული შეკვეთების რაოდენობასა და ნამუშევარ საათებზეა დამოკიდებული. სწორედ ამის მიხედვით ერიცხებათ მათ ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი. მაგალითად, ერთმა კურიერმა რომ ორი კვირის განმავლობაში 100-100 შეკვეთა შეასრულოს და დღეში 8 საათი იმუშავოს, მისი თვიური გამომუშავება (თიფების გარეშე) 2500-3500 ლარის ფარგლებში იქნება. ყველაზე გამოცდილი და სრული დატვირთვით მომუშავე კურიერები 4000 ლარზე მეტ თანხასაც გამოიმუშავებენ.

დეტალურად ყოველკვირეული დამატებითი ბონუსები, გარდა უშუალოდ შეკვეთებზე ტარიფით გამომუშავებული თანხისა, ასე გამოიყურება:

მანქანისთვის ყოველ შესრულებულ 150 შეკვეთაზე ბონუსი 250 ლარია;

მოპედისთვის ყოველ შესრულებულ 120 შეკვეთაზე 100 ლარი, ხოლო 180 შეკვეთაზე 350 ლარი.

როგორც აღმოჩნდა, გლოვერებს ლოდინის თანხაც უნაზღაურდებათ.

საინტერესოა თიფის განაწილების სისტემაც, აპლიკაციაში კურიერისთვის 1, 2 ან 3 ლარის ოდენობის ე.წ „ჩაის“ დატოვების საშუალება გაქვთ, რომელიც სრულად, 100%-ით კურიერს ეკუთვნის და მას ეს თანხა შეკვეთიდან 1 საათის განმავლობაში აესახება, რადგან ცუდი მომსახურების ან სხვა რამე სახის უკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს ერთი საათის მანძილზე უკან გამოითხოვოს გადახდილი თიფი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამომუშავებულ თანხასთან ერთად, კურიერებს ყოველთვიურად საწვავის და ტრანსპორტის მომსახურების ხარჯები აქვთ, სკუთერზე საშუალოდ 300-400 ლარი ხოლო ავტომობილზე – 600-700 ლარი.

ჩვენ ასევე დავინტერესდით სადაზღვევო სისტემითაც, რადგან აქციაზე რამდენიმე კურიერის მხრიდან სწორედ იმ ხიფათზე იყო საუბარი, რის ფასადაც მათ მტელი ქალაქის მასშტაბით უწევთ შეკვეთების მიტანა, თანაც ისინი არ არიან კომპანიის თანამშრომლები, სარგებლობენ მიკრო მეწარმის სტატუსით და კომპანიის პარტნიორებად ითვლებიან. Glovo-ს კორპორატიული დაზღვევა ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუკი უბედური შემთხვევა მოხდება პლატფორმის გამოყენებისას. იგი ითვალისწინებს პირად შემთხვევას, ტრანსპორტირებულ საქონელს და მესამე მხარის მიმართ მიყენებულ ზიანს ( მოტოციკლის / ავტომობილის მოხმარებისას, მესამე მხარის მიმართ მოყენებული ზარალი უნდა ანაზღაურდეს მძღოლის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო დაზღვევით) – ვკითხულობთ სადაზღვევო ხელშეკრულებაში.

როგორც კურიერებმა ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნეს, პანდემიის პერიოდში კოვიდ დაზღვევაც ამოქმედდა, რაც გლოვერის დაინფიცირების შემთხვევაში მისი საშუალო ხელფასისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს.

საინტერესოა, რომ საქართველოში არსებული საშუალო ხელფასების პირობებში, კურიერები საკმაოდ მაღალი 3000 ლარიანი შემოსავალის მიღების საშუალებას და საბონუსე სისტემას აპროტესტებდნენ. ნიუპოსტის დამოუკიდებლ ჟურნალისტთა ჯგუფმა რამდენიმე კურიერს პირადადაც მიმართა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნა უბრალოდ ძველი საბონუსე სისტემის დაბრუნება იყო, რადგან ნაკლებ დროში შემოსავალი მეტი გამოსდიოდათ, თუმცა, ამის საპასუხოდ, კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დატვირთვის გაზრდის გამო, ყველა დეტალის, მათ შორის საბონუსე სისტემისა და სხვადასხვა ოპერაციული საკითხების ცვლილება და ადაპტირება გარკვეული სიხშირით უწევთ, მაგრამ ბოლოს ტარიფების ცვლილება გასული წლის ივნისში მოხდა.

შემდეგი შეხვედრა Glovo-ს ადმინისტრაციასა და პარტნიორ კურიერებს შორის 10 თებერვალსაა დაგეგმილი. როგორც ორივე მხარე აღნიშნავს, მანამდე მოთხოვნების განხილვასა და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღებას აპირებენ.

წყარო: ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved