• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს დღეში, რომ ხელისუფლებამ მსჯელობა დაიწყოს არჩევნების გადავადებაზე? – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
16:48 08-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

სერგო ჩიხლაძე სოციალურ ქსელში, წერს:

დღეს კონსტიტუციის დღეა. ქვეყნის უზენაესი კანონი ხაზგასმით გეუბნება, რომ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სხვა მრავალ ღირებულებებთან ერთად, უმთავრესი პრინიცპებია. დაცულია კი დღეს ეს პრინციპები?


ვზეიმობთ კონსტიტუციის დღეს და ხელისუფლება ვერ იცავს ადამიანის სიცოხლის უფლებას. დღეში 60-70 გარდაცვლილი ამის დადასტურებაა. არათანმიმდევრულობა, არაპროფესიონალიზმი და ხალხის წინააღმდეგ სიარული, ხელისუფლების ხელწერად იქცა.


50 შემთხვევაზე ქვეყანაში ლამის 1-წლიანი ლოკდაუნი გამოცხადდა და დღეს 5900 შემთხვევაზე საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებით შემოვიფარგლეთ. გეგმა არ აქვთ! იფიქრეს, იფიქრეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს, სადაც გავრცელების რისკი მინიმალურია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან მე-10 დღეს დადებითობის მაჩვენებელმა მოიმატა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს რომ ეს არ არის ადეკვატური მეთოდი, ან ქმედითი.


გეგმა სად არის? რას აკეთებს მთავრობა? შემდეგი 1 თვე რა უნდა გაკეთდეს? ყოველ დილას ველით დაზაფრულები 50-60-თუ 70? 5900 თუ 6500? და არანაირი მწყობრი ნაბიჯი, არანაირი გეგმა მთავრობიდან! დღეს იმსჯელეს და რესტორნები 11-ის ნაცვლად 10-ზე დავკეტოთო. ეს იმას ჰგავს, ე.წ. კომენდანტის საათი 5-დან დილის 4-ზე რომ გადასწიეს.

ლოგიკურია, ჩნდება კითხვა – რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს დღეში, ან რამდენია, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი, რომ ხელისუფლებამ მწყობრი გეგმა წარმოადგინოს? და ზოგადად, მსჯელობა დაიწყოს არჩევნების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით.

არ მინდა კიდევ მეტად დავზაფრო სიტუაცია, თუმცა ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც მინდა ვუთხრა, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია. თუ ასე გარძელდა, კიდევ უფრო გართულდება. ექიმებს მინდა თანადგომა გამოვუცხადო, ექთნებს, სანიტრებს, რომლებიც ყოველგვარი გრაფიკის გარეშე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ხელისუფლება კი პასუხისმგებლობას მთლიანად იხსნის და საბოლოოდ მივიღებთ სამედიცინო პერსონალის დისკრედიტაციას. ამის ნიშნები უკვე არსებობს.


ხელისუფლება, რომელიც გვეუბნება, რომ მისთვის ხალხია მნიშვნელოვანი, ეს სად ჩანს? ქალაქის მერის მიერ გახსნილ სკვერში თუ ფასადზე გამოცხადებულ მსჯელობაში? რა თქმა უნდა არსად! როგორც უკვე ვთქვი, დღეს კონსტიტუციის დღეა! ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კი სხვა მრავალ ღირებულებებთან ერთად, უმთავრესი პრინიციპებია.

არგუმენტების გარეშე, შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, როგორც მოქალაქე და ჯანდაცვის სპეციალისტი ვსაუბრობ. ვსაუბრობ, როგორც პოლიტიკოსი. როდესაც ათასობით ადამიანი გვეღუპება, ახლა გზებსა და ფასადებზე საუბრის დრო არ არის. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ რამდენად გონივრული იქნება არჩევნების გადადება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ხალხი პრიორიტეტულია”

თეგები: სერგო ჩიხლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved