რამაზ გერლიანის სკანდალური ფეისბუქ პოსტი, რომელიც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტმა გაუჩინარებამდე დაწერა, სოციალურ ქსელში არ იძებნება.
ამის პარალელურად კი, ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან ექსპერტ-კრინალისტები და კინოლოგები არიან მობილიზებულები. სამართალდამცავებმა გერლიანის ავტომობილი გაჩხრიკეს და ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი გუშინ, 19 დეკემბერს, გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციით ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე დგას გერლიანის კუთვნილი ავტომობილი.
კომენტარები