• რეკლამა
  • კონტაქტი
17:19, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამ გამოიწვია რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა? – GWP-ის განცხადება

ალია ავტორი - ალია
15:56 10-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

GWP რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, რუსთაველის თეატრთან დატბორვა თეატრის შიდა, კერძო წყალმომარაგების მილის დაზიანებამ გამოიწვია და მას კავშირი არ აქვს გამზირზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებსა თუ სანიაღვრე სისტემასთან.

„სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განმარტავს, რომ შემთხვევა წყალმომარაგების შიდა, კერძო საკუთრებაში არსებული ქსელის განშტოების დაზიანებამ გამოიწვია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიას სურს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

მომხდარი ინციდენტი არ უკავშირდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს. რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა მხოლოდ მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ხოლო შიდა ქსელებზე სამუშაოები არ ჩატარებულა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ჯივიპის ოპერატიული ჯგუფი. ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა დაზიანების იდენტიფიცირება და დადასტურდა, რომ დაზიანებულია უშუალოდ რუსთაველის თეატრის კერძო განშტოების მილი.

რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განახლებული წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ თვეს სრულად დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში დაქსელვის სქემა არ შეცვლილა, შესაბამისად, განხორციელებულ სამუშაოებს დაზიანებულ მილთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება სანიაღვრე სისტემას, შეგახსენებთ, რომ „ჯივიპი“ არ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე სისტემებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მომხდარი დატბორვის მიზეზი არ არის სანიაღვრე სისტემა. ამასთან, ტექნიკურად, სანიაღვრე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი, ის ვერ უზრუნველყოფდა წყალმომარაგების შიდა ქსელის დაზიანების გამო გამოწვეული დატბორვის პრევენციას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved