საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს “ირმა ირინოლას” პოსტს და წერს:
“სრულიად ვიზიარებ … მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებისთვის, რომელიც თავისთავს და საკუთარ ღირებულებებს ელემენტარულ პატივს სცემს.
ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა”
აქვე გთავაზობთ, “ირმა ირინოლას” პოსტს, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც თავად ამბობს, სრულად იზიარებს:
“ჟურნალისტი ვალდებულია აცნობიერებდეს, რომ მოქალაქეების მიმართ მოვალეობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე პროფესიული ეგოიზმი!
ჟურნალისტს, მნიშვნელობა არ აქვს ჟურნალისტიკის რომელი იერარქიის რომელ საფეხურზეა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეთიკისა და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა! მართლა რამ გაგაშვებინათ, შატილში გარდაცვლილების ხევიდან ამოსვენების კადრები!”
კომენტარები